Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
32-წლის მამაკაცს ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე 20 წელი მიუსაჯეს
32-წლის ირაკლი დეკანოიძეს გორის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა
მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშულია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული . დამნაშავედ ცნო.
პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის მიერ წარდგენილი მასალების მიხედვით, 2019 წლის 11 ოქტომბერს, ქ.ხაშურში ი.დ. ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა.
,,ვინაიდან მამაკაცმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა. ქალმა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც მამაკაცი შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ოცზე მეტი დაზიანების შედეგადაც ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა." - აღნიშნა პროკურორმა.
სამართალდამცველებმა ირაკლი დეკანოიძე 2019 წლის 12 ოქტომბერს ქ. ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ირაკლი დეკანოიძე, ჯერ კიდევ, წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს, არ ეთანხმებოდა ბრალდებას. მოსამართლის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტს, ირაკლი დეკანოიძე განაცხადა, რომ არ ეთანხმება.
ადვოკატი ლარისა ჩადუნელი, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას აცხადებდა, რომ მხარე თანახმა იყო წინასწარი პატიმრობის. ,,მას არ ჰქონდა ნათია გოგალაძის მკვლელობის მიზანი, კონფლიქტი გადაიზარდა საუბრის შემდეგ". - აღნიშნა მან. ,,ირაკლიმ სცადა თავის მოკვლა, მაგრამ გააცნობიერა, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ამბავს" - აღნიშნა მეორე ადვოკატმა.
მიხეილ ბერიაშვილი: (პროკურორი) - ბოლო რამდენიმე წელი ჰქონდა კონფლიქტი ყოფილ ცოლთან. შეიარაღდა ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღით. ნათია გოგალაძემ მაღაზია ჩაკეტა. 4-ჯერ ესროლა, ვერ მიაყენა ზიანი. შემდეგ შეაგდო ყუმბარა. ნათია გოგალაძე გამოიქცა და შევარდა სხვაგან. გაეკიდა ბრალდებული და იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში".

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани