Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გიორგი ელიაური გორში, ბებია და პაპა - ცხინვალის რაიონში
გიორგი ელიაური ბებიასა და პაპას
წელიწადში ერთხელ ნახულობს, ესეც მაშინ, როდესაც ზემო არცევში
საფლავების მონახულების უფლებას რუსი სამხედროები ქართველებს
აძლევენ.
,,ბაბოს და პაპას სწორედ მაშინ ვნახულობ, როდესაც ისინი ზემო არცევის საფლავზე სოფელ ვილდადან ჩამოდიან. ვილდა სადღაც 15-20 კმ მანძილითაა დაშორებული არცევიდან. მეც წარმოშობით იქიდან ვარ. ვილდაში დავიბადე“ - ამბობს გიორგი.
ის, ამჟამად, სკოლას ამთავრებს. დედასთან და ძმასთან ერთად, გორში, ცხოვრობს. 11 წელი სოფელ სკრაში, საბავშვო ბაღის შენობაში გაატარა. საბავშვო ბაღის რემონტის გამო, გორში გადავიდა საცხოვრებლად.

,,ვილდა როცა დავტოვეთ, 6 წლის ვიყავი. იქიდან წამოვედით მე, დედა და ჩემი ძმა. დარჩნენ ბაბო და პაპა, ასევე ბიძა. იმ სოფელში სულ 5 ოჯახი ვცხოვრობდით.“- იხსენებს გიორგი.
სოფელი მდინარე მეჯუდის ხეობაში მდებარეობს, ცხინვალის რაიონია. ცხინვალიდან 32 კმ-ითაა დაშორებული. დღესდღეობით იქ ოთხი კომლი ცხოვრობს - აქედან სამი ელიაურებისა, ერთი კი ხარხელების გვარის.
,,სოფლის ისტორიის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მომეპოვება, მაგრამ ვიცი, რომ დიდი ხნის წინათ სახლობდნენ გენგიურები. შემდეგ მთიდან იწყეს ჩამოსახლება ოსებმაც - ბიჩენოვებმა, ორი საუკუნის წინ კი ილურიძეთა განაყარი - ელიაური (ჩემი წინაპარი) ჩამოსახლდა ვილდაში. ვილდა სამ ,,ნაწილად" გაიყო: ზემო ვილდა - ოსები ,,ბირაღაანი"(ბირაღ - ოსურად მგელი) - ბიჩენოვები. შუა ვილდა - გენგიურები (შემდეგ ბიჩენოვებიც ჩამოსახლდნენ) და ქვემო ვილდა, ჭალა - ელიაურები." - გვიყვება გიორგი.
რაც შეეხება ვილდას გარშემო სოფლებს:
,,ვილდას გარშემო 3 ქართული სოფელია. ესენია: ისროლი, სადაც 1 ოჯახი ცხოვრობს. ასევე, დვალიანთკარი, სადაც 1 ოჯახი დვალიშვილები ცხოვრობენ; იქვეა სოფელი არდისი, იქ 1 ოჯახი ხუბულოვები ცხოვრობენ. თვითონ, ვილდაც ადრე დიდი სოფელი იყო, ზემო და ქვემო ვილდად იყოფოდა“ - გვიხსნის გიორგი.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ოსებმა მთლიანად დატოვეს ზემო ვილდა. ელიაურებმაც დატოვეს სოფელი და ბარში ჩასახლდნენ. საბჭოთა კავშირის დროს სამგანვე იყო ელ-ენერგია (90-იანებამდე). მხოლოდ 2015 წელს სრულად მოხდა ხეობის ელექტროფიკაცია.
ამჟამად, სოფლის ფოტოებს გიორგი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. იქ დარჩენილ ბებოს და პაპას, ასევე, ნათესავებს ტელეფონით და სოციალური ქსელით ეკონტაქტება.
,,კომუნიკაცია არ მიჭირს. ვუკავშირდები ხოლმე მობილურით. ნათესავებს სოციალური ქსელითაც ვეხმაურები. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ადგილზე მათ ნახვას“ - ამბობს გიორგი.
ის ომის დროს 6 წლის იყო, თუმცა ვითარება ახსოვს
და გვიყვება, რომ დღემდე ვილდაში და მის გარშემო სოფლებში, ოსებსა და
ქართველებს შორის ურთიერთობა შენარჩუნებული აქვთ:
,,ომი იყო, მაგრამ ჩვენ სოფელში დაძაბულობა არ ყოფილა, არც სამხედროების მოძრაობა იყო. თუმცა ომი იყო და შიშის გამო, დედა და ჩემი ძმა წამოვედით. ვინც დარჩნენ, იმათ არც მაშინ და არც ეხლა საფრთხე არ შექმნიათ. პატარა სოფლებია მაგ ხეობაში. შერეული, ქართულ-ოსური სოფლები. ომის დროს იქ მცხოვრებმა ოსებმა დაიცვეს ქართველები“ - გვიყვება გიორგი.
სოფლის შესახებ და იქ მცხოვრები ბებოს და პაპას ყოფის შესახებ, გიორგიმ, რა თქმა უნდა, იცის დეტალურად.
უახლოესი სოფლები, რომელიც ვილდასთან ყველაზე ახლოსაა და გორის მუნიციპალიტეტს ემიჯნება, ბიყარი და ღრომია. თუმცა, ვილდადან დაახლოებით 10-15 კმ მანძილითაა დაშორებული. ხეობაში შიდა გზა ზამთარსა და ნალექიან პერიოდში გაუვალია. მთის სოფლებისთვის დამხასიათებელი ყოფა აქ ჩვეულებრივი მოვლენაა:
,,მისდევენ ჩემები სოფლის მეურნეობას, ჰყავთ საქონელი, უვლიან ნაკვეთებს. თუ სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ, მიდიან ბიყარში ან ღრომში, სადაც ამბულატორიაა.“ - ამბობს გიორგი ელიაური.

გიორგი 3 წელია მოთხრობებს წერს. მისმა მოთხრობამ ,,ერთი ტყვია, ორი სიცოცხლე“ გორის მწერალთა სახლში ჩატარებულ კონკურში მეორე ადგილი დაიკავა.
,,ეს მოთხრობა ხევსურ პატარა ბიჭზეა. უნდა, რომ მამამ იამაყოს მისით. ცდილობს, რომ მამას დაუმტკიცოს თავისი სივაჟკაცე. ცდილობს, რომ მამის ნდობა მოიპოვოს. ამას დაუმტკიცებს, ნდობასაც მოიპოვებს, მაგრამ პატარა ბიჭს ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდება.“ - გვითხრა მოთხრობის ავტორმა.
არ ახსოვს ლექსებისა და მოთხრობების წერა როდის დაიწყო. ამჟამად, დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსში იღებს მონაწილეობას. მისი მოთხრობა ფინალისტებს შორის მოხვდა.
ქვემოთ ფოტოზე: გიორგი ელიაური ჟურნალ ,,მწიგნობარის" პრეზენტაციაზე, გორში, სადაც მისი მოთხრობა დაიბეჭდა.

ფოტოზე: ამირანი და იზო
- გიორგის ბებია და პაპა

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани