Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები

საქართველოში გამოცხდებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად გორის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა. ჯვრისთაყვანისცემის დღესასწაულზე ტაძარში ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა.
წირვის დაწყებამდე მეუფე ანდრიამ (გვაზავა) მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.
,,მანძილი დავიცვათ ადამიანებს შორის, იმისათვის, რომ არ მივცეთ ურწმუნო ადამიანებს იმის საშუალება, ეკლესიის დადანაშაულებისა. ზიარების დროსაც დაიცვათ მანძილი და მშვიდად, ორგანიზებულად ყველა ეზიარება. ვიყვეთ მაგალითი სიმშვიდის, მაგალითი იმ წესების დაცვის, რომელიც არის შემოთავაზებული ჯანდაცვის მუშაკების მიერ, სახელმწიფო მუშაკების მიერ, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ და აუცილებლად დავძლევთ ამ განსაცდელს." - განაცხადა მიტროპოლიტმა.
2 დღის წინ, 20 მარტს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების რისკების მიუხედავად, ზიარების წესი არ შეიცვლა, შესაბამისად, ღვისმსახურებები არ შეჩერდა.
"საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები - რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარჰყოფს ადამიანს. სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედების ადგილი არის ტაძარი. ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტნ წყაროზე, ყოვლად მიუღებელია". - განმარტებულია სხდომის ოქმში.
წმინდა სინოდი 7 რეკომენდაციით შემოიფარგლა. ტაძრებში დამონტაჟდა ხმოვანი აპარატურა, რომ წირვის მოსმენა ეზოდანაც იყოს შესაძლებელი; დასაშვები იქნება ზიარებისას "დასაყოლებელი სასმელის" სხვადასხვა ჭურჭლიდან მიღება და ა.შ.
რაც შეეხება სხვა რელიგიებს, 2020 წლის 17 მარტს საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ გამოსცა დეკრეტში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ კორონავირუსის გამო ზიარების წესი შეცვალა. 19 მარტიდან მეჩეთებში კოლექტიური ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე მიიღო. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს სხვა კონფესიებმაც.
22 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია სამი მოქალაქე.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინოფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.
22 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით (COVID 19-ით) ინფიცირებულთა რიცხვმა 300 ათას გადააჭარბა. მათ შორის, 92 373 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 049 – დაიღუპა.
იხ. ამავე თემაზე:
,,კოვზებით უნდათ, რომ დახოცონ!" - გორის საკრებულოს წევრი
გორის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани