Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,ქრისტიანული თავგანწირვა არ ნიშნავს ფანატიზმს, ბრიყვულ
თავდაჯერებულობას, რომ მე არაფერი დამმემართება. ამას არ ნიშნავს,
არავითარ შემთხვევაში. ქრისტიანული თავგანწირვა ნიშნავს, რომ შენ იცი
და გააზრებული გაქვს რამდენად დიდია საფრთხე." - განაცხადა მეუფე
ანდრიამ გორის საკათედრო ტაძარში წირვის დროს.
ჩანაწერი ეპარქიამ დღეს გაავრცელა. ატენისა და გორის ეპარქიის წინამძღვარმა მრევლს მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ ექიმების რჩევები. უფრო მეტიც, მიტროპოლიტმა ექიმები დალოცა:
,,არსებობს ეს ვირუსი, რომელიც რეალურია და მიცვალებულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 70 000-ს მთელ მსოფლიოში. დეკემბერში, ყოველშემთხვევაში, პირველად გაიჟღერა ბოლოს და მეოთხე თვე დაიწყო ამ ვირუსის გავრცელებისა და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სტატისტიკის გავრცელებას რომ გადავხედოთ, დარჩენილია თუ არა ქვეყანა, დიდი, პატარა ქვეყანა, სადაც ეს ვირუსი არ დაფიქსირებულიყო.
დაავადებულთა რიცხვიც იზრდება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ დასახელებულია რისკ ჯგუფები, წლოვანებაში შესული ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, გამომდინარე გარდაცვალებულთა სტატისტიკით, მაგრამ გავრცელებულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე ბავშვებში. ბოლომდე არის რაღაც ნიშნები, როცა დაავადება ჩნდება, მაგრამ ყველა ნიშანი გამოვლენილი არ არის. არის შემთხვევევბი, როდესაც არ ჰქონდეს სიმპტომები.
ვირუსი არის საკმაოდ საშიში და ვერაგი. ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, ქრისტესმიერ საყვარელნო. ამიტომაც, ის მითითებები, რომელიც არის ექიმების მხრიდან მოცემული, შევეცადოთ, რომ დავიცვათ. ასეთი სიტყვებია წმინდა წერილში: ღმერთმანო ყოველი წამალი შექმნა მიწისაგან, და ზოგჯერ მკურნალთა ხელშია ჩვენი ცხოვრება.
და საჭიროა მკურნალი. გარკვეულწილად, დღეს, მედიკოსთა პროფესიონალიზმი ძალზედ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ამ ვირუსთან გამკლავების საქმეში. ჩვენ გულწრფელად გმადლობთ პროფესიონალ ექიმებს, რომელთაც აქამდე ძალზე კომპეტენტური ნაბიჯები გადადგეს იმისათვის, რომ ეს ინფექცია არ გავრცელებულიყო და მოდებულიყო დიდი სისწრაფით. ვაფასებ მათ შრომას, ვლოცავ მათ, ვუსურვებ ღვთის შეწევნასა და მფარველობას.
მსოფლიოში რამოდენიმე ათეული ექიმია გარდაცვალებული, მოვალეობის აღსრულების პერიოდში. და ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გავხდეთ ვირუსის ინფიცირების მიზეზი და წყარო. ეს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშველოვანია ქრისტიანული სულისკვეთების მქონე ადამიანებისათვის. სხვას ჩვენ არ უნდა ვამბობდეთ.
გაიგებდით, რომ სერბეთში გარდაიცვალა ეპისკოპოსი ღმერთმა აცხონოს მისი სული. გარდაიცვალა ვირუსით. დაავადდა მაშინ, როდესაც ავადმყოფებთან მიდიოდა. ის ასრულებდა მწყემსთავრულ სამღვდელო მოვალეობას, იმიტომ, რომ სასულიერო პირს არა აქვს უფლება, მიუხედავად სასიკვდილო საფრთხისა, უარი თქვას ადამიანის ნუგეშზე, უარი თქვას ადამიანის აღსარებასა და ზიარებაზე და უარი თქვას მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე გაცილებაზე.
სასულიერო პირს არა აქვს ამის უფლება, თუ ის შიშის გამო უარს ამბობს, მაშინ ის ძალიან შორს დგას ქრისტიანული თავგანწირვისაგან. ქრისტიანული თავგანწირვა არ ნიშნავს ფანატიზმს, ბრიყვულ თავდაჯერებულობას, რომ მე არაფერი დამმემართება. ამას არ ნიშნავს, არავითარ შემთხვევაში. ქრისტიანული თავგანწირვა ნიშნავს, რომ შენ იცი და გააზრებული გაქვს რამდენად დიდია საფრთხე.
ჩვენი ეკლესიის უმეტესი ნაწილი ამ სულისკვეთებას იზიარებს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სასულიერო პირები დღესაც მზად არიან, მივიდნენ მოთხოვნის შემთხვევაში დახურულ სივრცეებში, საპატიმროებში, აღუსრულონ სულიერი მსახურობა.
შეთავაზებაც იყო, ინფიცირებულებისთვის, თავი შეიკავეს, არსებობს საპატიმროებიდან მოთხოვნა, მაგრამ ეს სამედიცინო ნორმები არ გვაძლევს ამის საშუალებას, მოქმედებს კარანტინის ნორმები. მოიძებნება რაღაც საშუალება, რომ სასულიერო პირები შევიდნენ ციხეებში და აღსრულონ მსახურება.
ანუ ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს ერთმანეთისგან - სიფრთხილე და შიში. შიშმა არ შეგვიპყროს ჩვენ; რომ არ ვიყვეთ, როგორც კერპნი, რომ ყურში გვესმოდეს და ვერ ვისმენდეთ; რომ თვალით ვხედავდეთ, მაგრამ ვერ ვხედავდეთ. ჩვენ გვწამს, რომ ყოველივე ღვთის განგებით და ნებით აღესრულება და ესეც ღვთისაგანაა დაშვებული."- აღნიშნა მეუფე ანდრიამ.
,,ზოგჯერ მკურნალთა ხელშია ჩვენი ცხოვრება" - მეუფე ანდრია (გვაზავა)

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани