Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
მეუფე იობი: ,,კორონავირუსით უფრო მოხუცები არიან გარდაცვლილები" (VIDEO)
ფოტ დღევანდელი ქადაგებიდან

მეუფე იობი ამბობს, რომ 19 აპრილს, აღდგომა დღეს კორონავირუსი დამარცხდება. ამის შესახებ დღეს ქარელის სამების ტაძარში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მასონური გადაწყვეტილებაა.

იობი არ უარყოფს, რომ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო, მათ შორის, საქართველო, თუმცა, საგანგებო მდგომარეობა ყველაზე მეტად იმისათვის უნდა გამოცხადდეს, რომ აბორტი აიკრძალოს:

,,მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით. თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ." - აცხადებს მეუფე იობი, რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი.

იობი ამბობს, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია:

,,ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა",- თქვა მან.

ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა - ურწმუნო მთავრობის და ექიმების.

"დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს. აღდგომა ყოფილიყოს ჩოვიდ 19-ის დამამრცხებელი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ სწორედ მაგ დღეს დამარცხდება ვირუსი". - განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, 20 მარტს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების რისკების მიუხედავად, ზიარების წესი არ შეიცვლა, შესაბამისად, ღვისმსახურებები არ შეჩერდა.

"საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები - რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარჰყოფს ადამიანს. სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედების ადგილი არის ტაძარი. ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტნ წყაროზე, ყოვლად მიუღებელია". - განმარტებულია სხდომის ოქმში.

წმინდა სინოდი 7 რეკომენდაციით შემოიფარგლა. ტაძრებში დამონტაჟდა ხმოვანი აპარატურა, რომ წირვის მოსმენა ეზოდანაც იყოს შესაძლებელი; დასაშვები იქნება ზიარებისას "დასაყოლებელი სასმელის" სხვადასხვა ჭურჭლიდან მიღება და ა.შ.

რაც შეეხება სხვა რელიგიებს, 2020 წლის 17 მარტს საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ გამოსცა დეკრეტში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ კორონავირუსის გამო ზიარების წესი შეცვალა. 19 მარტიდან მეჩეთებში კოლექტიური ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე მიიღო. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს სხვა კონფესიებმაც.


იხ. ამავე თემაზე:

,,ზოგჯერ მკურნალთა ხელშია ჩვენი ცხოვრება" - მეუფე ანდრია (გვაზავა)



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020