Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,ვინც ეშმაკის მსახურია, ცუდ კომენტარს მიწერს " - მეუფე იობი
რუისისა და ურბნისის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე იობიმ (აქიაშვილი), ვნების შვიდეულის დასასრულს, აღნიშნა, რომ მისი ქადაგებების შემდეგ, ბევრი კომენტარი კეთდებოდა, როგორც ცუდი, ისე კარგი.

ამის შესახებ რუისის საკათედრო ტაძარში ყოფნისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში არსებულმა დღევანდელმა ვითარებამ ლუსტრაცია მოახდინა. მისი აზრით, გაირკვა ვინაა ნამდვილი ჭეშმარიტი მორწმუნე, როგორც სასულიერო პირებში, ასევე, მრევლს შორის.

მიტოპოლიტი აღნიშნავს, რომ მცირედმორმუნენი სასულიერო პირებშიც აღმოჩდნენ. ასეთმა სასულიერო პირებმა მრევლს სახლში დარჩენა და კორონავირუსისგან თავის დაცვა ურჩიეს.

,,მე ვფიქრობ, რომ ნუთუ ჩვენს ზოგიერთ სასულიერო პირს არ ახსოვს ღვთის სასჯელი, რის გამო ეძლეოდა ერებს, ქვეყნებს სასჯელი ღთისაგან? როცა გადაუხვედნენ სწორ სარწმუნოებისგან; როცა რაღაცას დააშავებდნენ, როცა ცოდვა მრავლებოდა. ნებისმიერი სასჯელი ღვთისაგან არის ჩვენი ჭკუის სასწავლებლად, მადლობა უფალს, შეიძლება საქართველოში ბევრი არაა გარდაცვლილი, მაგრამ ბევრს ჭკუა ასწავლა, ბევრი დააფიქრა" - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ეკლესიის მღვდელმთავარს არ მოსწონს, როდესაც ხელისუფლება და სასულიერო პირთა ნაწილი მრევლს სახლში დარჩენას ურჩევს.

,,დღეს მოუწოდებენ, რომ არ წახვიდეთ ეკლესიაში, რატომ არ ამბობენ, არ წახვიდეთ კარფურში? სავაჭრო ცენტრებში? იქ არ წახვიდეთ, აქ არ წახვიდეთ, მარტო ეკლესიაზეა გამახვილებული ყურადღება. ეს ღვთის სახლია, სადაც მუდმივად ყოფობს სულიწმიდის მადლი. აქ ადამიანი იკურება, შვებას ღებულობს. აქედან გამომდაინრე, აშაკრაა, რომ მოხდა ლუსტრაცია, როგორც სასულიერო პირების, ისე მრევლის. დავინახეთ, ვინ არის ჭეშმარიტი მოწმუნე. ფანატიკოსებს გვეძახიან, თვით სასულიერო პირები, ესაა ცოცხალი რწმენა. აქ ფარისევლობაც არ არის, მოდიხარ და პატივს მიაღებ წმინდა სალოცავებს, ტაძარს." - აცხადებს მეუფე იობი.

ეპარქიის ხელმძღვანელმა იცის, რომ ვნების კვირაში მისი ყოველი ქადაგების შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი დისკუსია იმართება.

,,მე გულით მოგიწოდებთ და გულით ვქადაგებ ნებისმიერ დროს, არ მინდა ხოტბა შემასხან, ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის მინდა. ნებისმიერ ქადაგებას მოყვება კომენტარი, ვინც ეშმაკის მსახურია, ცუდ კომენტარებს მიწერს, ვინც ღვთისაა არის, იმას მოსწონს და უხარია" - დასძინა მეუფემ.


კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა იქნება. ზრდის შემთხვევაში, რა როლი ექნება ეკლესიებში მრევლის დასწრებას, ამას 10 დღეში გავიგებთ.  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, აღდგომის ღამეს მრევლის დიდმა ნაწილმა რეკომენდაციები გაითვალისწინა და არ მივიდა ეკლესიაში, რითაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი დონე გამოამჟღავნა:

,,ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იგვე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირება, ძალიან ბევრი არ მივიდა და მადლობა ამ ადამიანებს, ვფიქრობ, რომ მხოლოდდამხოლოდ შეამცირებს შემდგომ ზრდას ქვეყანაში." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არის თუ არა ეს დამშვიდების საფუძველი, ამირან გამყრელიძე აცხადებს:

"დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ", — განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამირან გამყრელიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020