Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე იობი ბრწყინვალე შვიდეულს ყინწვისში ატარებს. მღვდელმსახურებთან ერთად ჯერ წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, შემდეგ ღვთისმშობლის შობის, დღეს კი, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარში მოილოცა.
მროველ-ურბნელი ეპისკოპოსი ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში 20 აპრილიდან იმყოფება.
20 აპრილამდე კი დიდი სამზადისი იყო ამ სამონასტრო კომპლექსში. ბერებთან ერთად სააღდგომო სამსაზდისში სქემ-იღუმენი დავითიც (აქიაშვილი) იყო ჩართული. სქემ-იღუმენი დავითი (აქიაშვილი) ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარია.


სასულიერო პირები ამბობენ, რომ მამა დავითი მეუფე იობის გამორჩეული მოძღვარია.
,,ეს სწორედ ჩვენი მეუფის გულწმოწყალებაზე მიუთითებს. ჩვენ ყველა მისი სულიერი შვილები ვართ" - ამბობენ სასულიერო პირები. მაინც და მაინც რატომ გამოარჩია დავითი? ამ დეტალებზე საჯაროდ საუბარს, განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, ყველა ერიდება.
ფოტოზე:
2020 წლის 19 აპრილი, აღდგომის
დილა
20 აპრილის შემდეგ სქემ-იღუმენი მონასტერში აღარ ჩანს. მისმა სულიერმა ძმებმა გვითხრეს, რომ მამაო გასულია საყიდლებზე. ეს მაშინ, როდესაც მეუფე იობი წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში რიტუალს ასრულებდა.
22 აპრილს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ყინწვისის მონასტერში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით გამოძიება დაიწყო. რატომ, რისთვის - ამის შესახებ პრეს-სამსახურმა კომენტარი არ გააკეთა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
იმ დილით მედიაში გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების შესახებ. კერძოდ, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეკლექსიის წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა იარაღით ჭრილობა მიაყენა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს, რომელიც კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.
ფოტოზე:
22 აპრილი, მეუფე იობი ყინწვისის ეკლესიაში დასსთან ერთად
ამ ინფორმაციის საფუძველზე დაპირისპირებულია ორი ეკლესიის წინამძღვარი. ეს ეკლესიები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესია ახალი აშენებულია, მისი მშენებლობა 2016 წელს დასრულდა.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში ჟურნალისტების გამოჩენა არ უყვართ. სიმართლის დასადგენად მისული მედიის წარმომადგენლები მიაჩნიათ, რომ მეუფის დისკრედიტაციას ეწევიან.
ფოტოზე:
მეუფე იობი და
მორჩილები, 22 აპრილი
ამჯერადაც, ტრადიცია არ დარღვეულა. ბერი ათანასე იყო ის პირველი ადამიანი, რომელმაც ჟურნალისტს მონასტრის დატოვების შესახებ მოუწოდა. ამის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ჟურნალისტი მის საცხოვრებელ ადგილზე მივიდა.
განსხვავებით ბერებისგან, მეუფე იობი ჟურნალისტებთან საუბარს არ გაურბის. თუმცა მასთან მისვლასა და ინტერვიუს ჩაწერაში ეპარქიის სამდივნო, ასევე ის სასულიერო დასი, რომლებიც მეუფის სიახლოვეს იმ წუთში იმყოფებიან, ხელის შეშლას მუდმივად ცდილობენ.
ფოტოზე:
მეუფე იობი და მორჩილები წირვის
შემდეგ, 22 აპრილი
იმ დილით, როდესაც ყინწვისში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების ამბავი გავრცელდა, მეუფე იობი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვას ატარებდა. ეკლესიაში მხოლოდ მღვდელმსახურები იმყოფებოდნენ.
როგორც კი სამრეკლოს ზარები აგუგუნდნენ, მიტროპოლიტი ეკლესიიდან ბერების თანხლებით გამოვიდა. მღვდელმსახურებს შორის არ იმყოფებოდა სქემ-იღუმენი დავითი (აქიაშვილი).
ყინწვისის ეკლესიის დასის წევრები - მამა ექვთიმე, მამა ონოფრე, მამა ისაია და ა.შ. ჩანდნენ, თუმცა, მათ რიგებში არ იყო დავითი.
,,არაფერი მომხდარა. მე აქ არც პოლიცია მინახავს" - განაცხადა ეპარქიის წინამძღვარმა. ერთ-ერთი მღვდელმსახური ცდილობდა ხელი შეეშალა ჟურნალისტისთვის, თუმცა იობმა მას მოუწოდა, რომ შეეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა.
სქემ-იღუმენი დავითი ყინწვისის მონასტერში 19 აპრილსაც იმყოფებოდა, თუმცა 20 აპრილის საღამოს შემდეგ, ის აღარ ჩანს.
22 აპრილს ჟურნაისტებთან შეხვედრა კეთილგონიერი ავაზაკის ეკლესიის არიმანდრიტმა, საბა ჟღენტმა გამართა. რომელიც მედიასთან მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა, რომ დაედასტურებინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობა.
,,მე არ ვარ დაჭრილი, როგორც ეს რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა" - აღნიშნა საბა ჟღენტმა. ,,ჩემთან არაფერი მომხდარა. დაბლა ეკლესიაში თუ პოლიციამ რამე ამოიღო, ეს მე არ ვიცი" - აღნიშნა მან.
დღეს კეთილგონიერ ავაზაკის ეკლესიას მეუფე იობი ესტუმრა. მის წირვა-ლოცვას არც არქიმანდრიტი დასწრებია. მეუფე იობს არიმანდრიტ საბას კოშკში ყინწვისის ეკლესიის მღვდელ-მსახურები და მორჩილები ახლდა.


ყინწვისის ძმების ამბავი
ფოტოზე: მარცხნიდან:
არქიმანდრიტი საბა ჟღენტი, მეუფე იობი და სქემ-იღუმენი დავით
აქიაშვილი
რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე იობი ბრწყინვალე შვიდეულს ყინწვისში ატარებს. მღვდელმსახურებთან ერთად ჯერ წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, შემდეგ ღვთისმშობლის შობის, დღეს კი, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარში მოილოცა.
მროველ-ურბნელი ეპისკოპოსი ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში 20 აპრილიდან იმყოფება.
20 აპრილამდე კი დიდი სამზადისი იყო ამ სამონასტრო კომპლექსში. ბერებთან ერთად სააღდგომო სამსაზდისში სქემ-იღუმენი დავითიც (აქიაშვილი) იყო ჩართული. სქემ-იღუმენი დავითი (აქიაშვილი) ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარია.

ფოტოზე: 16 აპრილი, წითელი
პარასკევი

ფოტოზე: 16 აპრილი, წითელი
პარასკევი
სასულიერო პირები ამბობენ, რომ მამა დავითი მეუფე იობის გამორჩეული მოძღვარია.
,,ეს სწორედ ჩვენი მეუფის გულწმოწყალებაზე მიუთითებს. ჩვენ ყველა მისი სულიერი შვილები ვართ" - ამბობენ სასულიერო პირები. მაინც და მაინც რატომ გამოარჩია დავითი? ამ დეტალებზე საჯაროდ საუბარს, განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, ყველა ერიდება.

20 აპრილის შემდეგ სქემ-იღუმენი მონასტერში აღარ ჩანს. მისმა სულიერმა ძმებმა გვითხრეს, რომ მამაო გასულია საყიდლებზე. ეს მაშინ, როდესაც მეუფე იობი წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში რიტუალს ასრულებდა.
ჟურნალისტები - დაუპატიჟებელი
სტუმრები
22 აპრილს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ყინწვისის მონასტერში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით გამოძიება დაიწყო. რატომ, რისთვის - ამის შესახებ პრეს-სამსახურმა კომენტარი არ გააკეთა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
იმ დილით მედიაში გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების შესახებ. კერძოდ, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეკლექსიის წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა იარაღით ჭრილობა მიაყენა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს, რომელიც კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

ამ ინფორმაციის საფუძველზე დაპირისპირებულია ორი ეკლესიის წინამძღვარი. ეს ეკლესიები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესია ახალი აშენებულია, მისი მშენებლობა 2016 წელს დასრულდა.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში ჟურნალისტების გამოჩენა არ უყვართ. სიმართლის დასადგენად მისული მედიის წარმომადგენლები მიაჩნიათ, რომ მეუფის დისკრედიტაციას ეწევიან.

ამჯერადაც, ტრადიცია არ დარღვეულა. ბერი ათანასე იყო ის პირველი ადამიანი, რომელმაც ჟურნალისტს მონასტრის დატოვების შესახებ მოუწოდა. ამის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ჟურნალისტი მის საცხოვრებელ ადგილზე მივიდა.
განსხვავებით ბერებისგან, მეუფე იობი ჟურნალისტებთან საუბარს არ გაურბის. თუმცა მასთან მისვლასა და ინტერვიუს ჩაწერაში ეპარქიის სამდივნო, ასევე ის სასულიერო დასი, რომლებიც მეუფის სიახლოვეს იმ წუთში იმყოფებიან, ხელის შეშლას მუდმივად ცდილობენ.

,,მე
არაფერი მინახავს" - მეუფე იობი
იმ დილით, როდესაც ყინწვისში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების ამბავი გავრცელდა, მეუფე იობი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვას ატარებდა. ეკლესიაში მხოლოდ მღვდელმსახურები იმყოფებოდნენ.
როგორც კი სამრეკლოს ზარები აგუგუნდნენ, მიტროპოლიტი ეკლესიიდან ბერების თანხლებით გამოვიდა. მღვდელმსახურებს შორის არ იმყოფებოდა სქემ-იღუმენი დავითი (აქიაშვილი).
ყინწვისის ეკლესიის დასის წევრები - მამა ექვთიმე, მამა ონოფრე, მამა ისაია და ა.შ. ჩანდნენ, თუმცა, მათ რიგებში არ იყო დავითი.
,,არაფერი მომხდარა. მე აქ არც პოლიცია მინახავს" - განაცხადა ეპარქიის წინამძღვარმა. ერთ-ერთი მღვდელმსახური ცდილობდა ხელი შეეშალა ჟურნალისტისთვის, თუმცა იობმა მას მოუწოდა, რომ შეეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა.

სად არიან ახლა დავითი და
საბა?!
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააღდგომოდ ყინწვისის
სამონასტრო კომპლექსში სამზადისი ადრიდანვე დაიწყო. ჯერ კიდევ, 17
აპრილს, ბერებმა და მორჩილებმა წითელი კვერცხები შეღებეს.
სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ჩვენი ინფორმაციით, მეუფე იობი აღდგომის ღამეს მზოვრეთის ციხე-მონასტერში იმყოფებოდა. ყინწვისში 20 აპრილს მივიდა.
სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ჩვენი ინფორმაციით, მეუფე იობი აღდგომის ღამეს მზოვრეთის ციხე-მონასტერში იმყოფებოდა. ყინწვისში 20 აპრილს მივიდა.
სქემ-იღუმენი დავითი ყინწვისის მონასტერში 19 აპრილსაც იმყოფებოდა, თუმცა 20 აპრილის საღამოს შემდეგ, ის აღარ ჩანს.
22 აპრილს ჟურნაისტებთან შეხვედრა კეთილგონიერი ავაზაკის ეკლესიის არიმანდრიტმა, საბა ჟღენტმა გამართა. რომელიც მედიასთან მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა, რომ დაედასტურებინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობა.
,,მე არ ვარ დაჭრილი, როგორც ეს რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა" - აღნიშნა საბა ჟღენტმა. ,,ჩემთან არაფერი მომხდარა. დაბლა ეკლესიაში თუ პოლიციამ რამე ამოიღო, ეს მე არ ვიცი" - აღნიშნა მან.
დღეს კეთილგონიერ ავაზაკის ეკლესიას მეუფე იობი ესტუმრა. მის წირვა-ლოცვას არც არქიმანდრიტი დასწრებია. მეუფე იობს არიმანდრიტ საბას კოშკში ყინწვისის ეკლესიის მღვდელ-მსახურები და მორჩილები ახლდა.
ქვემოთ
ფოტოზე: 24 აპრილი, მეუფე იობი კეთილგონიერი ავაზაკის
ეკლესიაში.

ქვემოთ
ფოტოზე: ყინწვისის ეკლესიის დასი კეთილგონიერი
ავაზაკის ეკლესიაში, 24 აპრილი

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани