Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
Qartli.ge-ს სტატია ,,არასრულწლოვანთა დანაშაული თუ ამბოხი" GCRT-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა
GCRT-იმ ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, GCRT-ის ჟურნალისტური კონკურსი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. შემოსული მასალების განხილვის შემდეგ ჟიურიმ ონლაინ პლატფორმაზე შეაჯერა პოზიციები და გამარჯვებულები დაასახელა.

კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ ფარგლებში. ჟურნალისტებს უნდა წარმოედგინათ ნამუშევრები თემაზე: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია საქართველოში. ჟურნალისტური კონკურსის მიზანს წარმოადგენდა, მედიის როლის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.

განხილვის შედეგად ჟიურიმ 4 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც საჩუქრად ნოუთბუქები გადაეცათ.

გამარჯვებულები გამოვლინდა შემდეგ კატეგორიებში: “საუკეთესო ონლაინ სტატია/მულტიმედიური ნამუშევარი” და “საუკეთესო რადიო რეპორტაჟი”; კატეგორიებში - “საუკეთესო საგაზეთო სტატია” და “საუკეთესო ბლოგი” შემოსული ნამუშევრების სიმწირისა და ხარისხიდან გამომდინარე, ჟიურიმ გადაწყვიტა ამ კატეგორიისთვის გათვალისწინებული ჯილდოები “ონლაინ სტატია/მულტიმედიური ნამუშევრის” კატეგორიაში ორი ნამუშევრისთვის გადაეცა; კატეგორიაში - „საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი“, მასალა არ შემოსულა. თითოეული ნამუშევარი შეფასდა 5 ბალიანი სისტემით.

კატეგორიაში “საუკეთესო ონლაინ სტატია/მულტიმედიური ნამუშევარი”გამარჯვებულები გახდნენ:

გიორგი ცხაკაია, ონლაინ გამოცემა civil.ge-ს სტატია „ვის აინტერესებს და ემსახურება მართლმსაჯულება?“

საბა წიწიკაშვილი, ონლაინ გამოცემა qartli.ge-ს სტატია “არასრულწლოვანთა ,,დანაშაული" თუ ,,ამბოხი" გორში";

ლალი შენგელია, ონლაინ გამოცემა tavisupali.ge-ს სტატია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად ანუ არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია“;

კატეგორიაში “საუკეთესო რადიო რეპორტაჟი”:

ნინო ჩიბჩიური, რადიო  “მოზაიკა”, რეპორტაჟი - „ბავშვები მართლმსაჯულების პირისპირ - არსებული რეალობა რეფორმის ფონზე”

ჟიურის წევრები იყვნენ: ზვიად ქორიძე (ჟიურის თავმჯდომარე) - ჟურნალისტი, მედია ექსპერტი, კავკასისს უნივერსიტეტისა და GIPA-ს მიწვეული ლექტორი, ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრი. ნინია კაკაბაძე, მედია ექსპერტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი; ანა აბაშიძე - იურისტი, არასათამვრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებსთვის“ ხელმძღვანელი. ნინო დანელია - მედია ექსპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

პროექტს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ GCRT პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG) და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP-Tbilisi) ერთად 2018 წლიდან ახორციელებს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა 2015 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020