Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
კასპში გამოჩნდა რუსული კომპანია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გზებს აგებს
ფოტოზე: აბრა გოსტიბეს შესასვლელში, ავტორი ლაშა ზუბაშვილი

კომპანია ,,პრახოდკას ფილიალი", რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს გზის გაკეთებას აპირებდა, ტენდერიდან მოხსნეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 6 მაისს მიიღეს.

შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ კასპის მერის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნია და რუსული კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

რუსული კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კასპის მერიამ მას დისკვალიფიკაცია უსაფუძვლოდ მიანიჭა. ,,რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ ცნობის მომზადებას და ეს არც სატენდერო პირობებით, არ იყო განსაზღვრული." - აღნიშნულია საჩივარში.

,,პრახოდკას ფილიალს" ცნობა უნდა წარედგინა, რომლის მიხედვით კომპანიის სათაო ორგანიზაციის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, ანუ ყადაღა არ არსებობს.

,,პრახოდკას ფილიალის" მიერ წარდგენილ ცნობებში გამოცდილების შესახებაა საუბარი. კერძოდ, როგორც ამ დოკუმენტებით ირკვევა, მოსკოვში რეგისტირებულმა კომპანიამ ჩრდილოეთ კორეაში 310 მლნ რუბლის ღირებულების გზა გაიყვანა.

ფოტოზე: კომპანია ,,პრახოდკას" გამოცდილება კორეის სახალხო რესპუბლიკაში. დოკუმენტის მიხედვით, ასევე მოსკოვში რეგისტირებულმა კომპანია ,,ნიკამ" (ხელმძღვანელი ა. წულეისკირი) ,,პრახოდკას" კორეის ერთ-ერთ პროვინციაში გზის დაგება შეუკვეთა. ხელშეკრულების ღირებულება 321 მლნ რუბლს აღწევს, რაც დაახლოებით 16 მლნ ლარს შეადგენს



რაც შეეხება გოსტიბეს გზას, საქმე ეხება 600 000-ლარიან პროექტს, რომლის განხორციელებას მოსკოვში რეგისტრირებული კომპანიას სურდა. კასპის მერია გოსტიბეს გზაზე ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ტკეპნას აპირებს, ასევე, ცხავერში ,,კაჩიანთუბანში" გადასასვლელის მოწესრიგებას, ხოლო ამ თანხით გუდალეთში გარკვეული მონაკვეთის მოსწორებას.

ამჟამად, კასპის მერია სწავლოს მეორე კომპანიის დოკუმენტებს, რომელმაც ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 750 000 ლარი მიუთითა. კომპანია ,,ვი-აი-პლას" რუსთავშია რეგისტრირებული და ჯერ მის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020