Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
8 აგვისტოდან 12 წელი გასულა - ნანა კახნიაშვილი
ნათქვამია, "ომი ყველაფერს ჩამოწერსო"... რეალობა მძიმეა და მტკივნეული. დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული ცხოვრება, დამწვარი სახლ-კარი, სრულიად სახეშეცვლილი ყოფა და ადამიანისთვის უმთავრესი - წართმეული სიცოცხლე. ამ მტკივნეული შედეგების დავიწყებას მრავალი წელი სჭირდება.

დიდებული გალაკტიონი წერდა:

"ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა, მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია,
სანამ გმირმა შენთვის სული დალია, თქვა, სამშობლო - უპირველეს ყოვლისა..."

ქართველებს სამშობლოს სიყვარულს, კაცთმოყვარეობასა და სტუმართმოყვარეობას ვერავინ გვასწავლის. ისიც კარგად ვიცით, რომ სამშობლოს არავის წავართმევთ, მაგრამ თავსდამტყდარი 8 აგვისტო ძალმომრეობის, უმეგობრობის, უმეზობლობის ნათელი მაგალითი იყო.

წლები გადის, დევნილის სტატუსი კი, სხვების მსგავსად , ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულებსაც თითქოს მარადიულად შეგვრჩა...

საუბრისას, ჩვენს ნაცნობსა და ახლობელს ხან აღარც კი მოვიხსენიებთ თამარაშნელებად, აჩაბეთელებად, ქურთელებად, ერედველებად, ბელოთელებად და ა.შ. აღარც სიხარულით და აღარც მწუხარებით ვუზიარებთ აზრებს ერთმანეთს:

"ამ შაბათს გოგიძიაანთში ქორწილიაო", "კეხვში კეხურა ვაშლებს დახუნძლული ასხიაო", "მიუხედავად არეულობისა, ქურთაში ისევ ბევრი ოსური ოჯახები ცხოვრობენო", "ხეითში, ხიდაშელები დიდ ძეობასა მართავენო", "მინდიენთსა და სვერში წუხელ სეტყვა ყოფილაო", "იმდღეს ვანათში მგელი კიდევ უნახავთო" და ა.შ.

თანდათან მოგონებებმა შეიპყრო ჩვენი ფიქრი და გონება. რეალობა წარსულში დაგვრჩა, ფიქრები ოცნებებში გაიხლართა, რადგან ჩვენ გვქონდა სახლ-კარი, ბაღ-ვენახი, ბედნიერი წლები, ქორწილები, ნათლობები, დღეობები... ახლა კი, მხოლოდ ფიქრი და სიზმარი შემოგვრჩა, სიზმარი, რომელიც აღარ გვიცხადდება... და, მე, მაგალითად, თავს ხშირად მახსენებს სადღაც წაკითხული თუ გაგონილი ლექსის ტაეპი:

"ცუდი სიზმარი ამყვა და აღარ მასვენებს ორი დღე..."

დევნილებს უთქმელი დარდი გვაქვს, სათქმელი კი - უსასრულო.

რა სამწუხაროა, რომ ეს უაზრო ლოდინიც, ფიქრიცა და გატაცებაც უსასრულოდ გრძელდება...

სადაც საცხოვრებელი გარემო მიგვიჩინეს, მზე ძველებურად ანათებს, მაგრამ - არა ჩვენებურად.

2008 წლის აგვისტოს ცხელი აგვისტოს სახელი დაერქვა. ომის რეალობამ, მისმა ქარცეცხლმა, სასტიკმა სევდამ და მწარე ფიქრმა ათასობით ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა, თუმცა ფიზიკური, მორალური და მატერიალური დიდი დანაკლისის ფასად ქართველ ხალხს უკვდავებაც მოუტანა.

დიდება ომში ნაომარ ბიჭებს, მარადიული ხსოვნა - დაღუპულებს!

ნანა კახნიაშვილი, დიდი ლიახვის ხეობიდან
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020