Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ივანე ქოჩორაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიიღო.
გამგებლის გადაწყვეტილებას ივანე ქოჩორაძე, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, სასამართლოში გაასაჩივრებს.
2015 წლის 5 იანვრით დათარიღებულ ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზები ჩამოყალიბებული არ არის. გამგებელი მიუთითებს მხოლოდ შრომის კოდექსის იმ მუხლებზე, რომელიც ხელმძღვანელ პირს ხელქვეითის მოხსნის ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს.
ივანე ქოჩარიძის გათავისუფლების მიზეზები წერილობით არ არსებობს. ეს არც ბრძანებაში წერია, არც ივანე ქოჩორაძისთვის უთქვამს ვინმეს და არც გამგებელი განმარტავს.
უფრო მეტიც, ბრძანების ტექსტში გამგებელს მითითებული აქვს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. ამ ნორმის მიხედვით, არაა აუცილებელი გათავისუფლების შესახებ რაიმე დასაბუთება და განმარტება.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ბრძანების მიღმა არსებულ საკუთარ არგუმენტებზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან არ ისაუბრა. მხოლოდ ის თქვა, რომ გადაწყვეტილება ივანე ქოჩორაძის არაკომპეტენტერობის გამო მიიღო.
ივანე ქოჩორაძის თქმით, მსგავს თემებზე გამგებელთან და არც სხვა ხელმძღვანელ პირებთან საუბარი არ ყოფილა.
,,წინა დღეს მითხრეს, რომ იწერებოდა გათავისუფლების ბრძანება. რატომ, რისთვის, ამის შესახებ, არავინ მითხრა" - აცხადებს ივანე ქოჩორაძე.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის დებულების მიხედვით, ივანე ქოჩორაძის უწყებას შეეძლო გამგეობის სისტემიდან შეუზღუდავად მოეთხოვა მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი. ხელი მიუწვდებოდა მონაცემთა ბაზებზე.
ასევე ატარებდა შიდა აუდიტს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში, ხოლო შედეგებზე დაყრდნობით, გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ, შეეძლო გამგებლისთვის მიემართა.
შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი გორის გამგებელს სასამართლოში უჩივის

ფოტოზე: გამგებელი დავით ონიაშვილი
Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани