Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გარემოსდამცველები ქალაქში ცემენტისა და კირქვის სუნს გრძნობენ
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN ქალაქ კასპში არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალურ მასალას ავრცელებს.

ცემენტის, კირქვისა და ქვაღორღის გადამამუშავებელი ქარხნების წარმოების შედეგად წარმოქნილი მტვრის სუნი, ორგანიზაციის წევრებმა ქალაქში შესვლისთანავე იგრძნეს.

კასპში არსებულ სიტუაციას, გარემოსდაცვითი ექსპერტები და ორგანიზაციების წარმომადგენლები მძიმედ აფასებენ. ჯანდაცვის ორგანიზაციებს კი დაავადებების სტატისტიკაზე მონაცემები არ აქვს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიკა წიქორიძე გურამ ბერიანიძეს ესაუბრა, რომელსაც პატარა ,,რკინეულობის მაღაზია" აქვს ქალაქში.

,, ყოველ დილით გავყურებ ამ ქარხანას, მინდა თუ არ მინდა. რა თქმა უნდა ზეგავლენა უარყოფითია, მარტო მე კი არა ამას ყველა კასპელი გეტყვით. ეგ რომ კარგი იყოს, კომუნისტები ადგილობრივებს უფასოდ არ გაუშვებდნენ აბასთუმანში სამკურნალოდ. ეგ რომ კარგი იყოს, არავინ გაიქცეოდა აქედან. განა, ცოტა ხალხი დაიხოცა ამ მტვერით და უბედურებით?! აღარ არის საკმარისი?! რა დაავადებები აღარ ვრცელდება, უმეტესად მაინც ფილტვის დაავადება იყო ადრეც და არის ახლაც. მეტიც, დღეს რესპირატორული დაავადებები მეტად გახშირდა კიდეც, რადგან ვეღარც ვერსად მიდის ხალხი და ვეღარც მკურნალობენ. ისე ავადობენ და ისე კვდებიან, არც კი იციან რა არის და რა სჭირდათ“- უთხრა ბერიანიძემ გარემოსდამცველს.

,,მე თვითონ ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, აქვე ვცხოვრობ და როცა ვიკეთებდი ოპერაციას და გამოკვლევებზე მივედი, ონკოლოგიურში მითხრეს: „რა გჭირთ ამ კასპელებსო?“ ყველაზე მეტად დილით მიჭირს სუნთქვა. ყელი მეკეტება და მგონია, რომ ყელში ჭუჭყი დამიგროვდა. მეუბნებიან გეჩვენებაო. როგორ მეჩვენება როცა, ცემენტის სუნს ვგრძნობ. ალბათ მე ემოციური რომ ვარ, ვერ ვმალავ იმას, რასაც ვგრძნობ, თორე დანარჩენები კი არიან ჩუმად. ვერა ხედავთ, რომ კასპელებს ცემენტით აქვთ ტვინი გამოტენილი ,“- ამბობს მაია დალაქიშვილი და ფიქრობს, რომ აუცილებელია საზოგადოებას ქონდეს ინფორმაცია სად და რა გარემოში უწევთ ცხოვრება.

სამშენებლო ბიზნეს სექტორში ითვლება, რომ კასპი საქართველოში საშენ მასალათა წარმოების ცენტრია. აქ არსებული ცემენტის წარმოება ერთ-ერთი უმსხვილესია ამიერკავკასიაში და წამყვანი მოცულობისაა საქართველოში.

ამჟამად ქალაქში მოქმედებს ცემენტის, ბლოკის, გაჯის, პლასტმასეულობის საამქროები და წისქვილკომბინატი. საბჭოთა ეპოქაში კასპში ასევე მუშაობდა ცემენტ-შიფერის კომბინატი და ელექტრო და ბლოკის ქარხნები.

დღეისათვის ცემენტის მთავარ ქარხანას გერმანული კომპანია 2006 წლის დასაწყისიდან განკარგავს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ფილიალი აქვს. სს „ჰაიდელბერგცემენტი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის წარმოებაში. კომპანიას საქართველოში სამეწარმეო საქმიანობით განხორციელებული აქვს 200 მლნ. ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია.

,,ჰაიდელბერგცემენტის“ წარმომადგენელი, ირაკლი მახარაძე გარემოსდამცველებთან ამბობს, რომ კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1200 მუშახელი, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

,,ჰაიდელბერგცემენტის“ ჯგუფში შემავალი ქართული კომპანიები თავიანთი საქმიანობების განხორციელებისას იცავენ საქართველოში მოქმედ ყველა, მათ შორის გარემოსდაცვით, ნორმებს და საქართველოს ბიუჯეტში გადასახადებს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით იხდიან“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი მოკლედ და დეტალური განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებს.

გარემოსდაცვით ორგანიზაციას ამ ეტაპზე არ აქვს ზუსტი დასკვნა, თუ რა დოზით აბინძურებს გარემოს ცემენტის ქარხანა.

გარემოსდაცვით ექსპერტს, ჭიჭიკო ჯანელიძეს კი ამაზე საკუთარი მოსაზრება აქვს და ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ მონიტორინგი და კვლევა არ ჩატარებულა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ნორმაშია.

ჯანელიძე რეკომენდაციით მიმართავს კომპანიას და აღნიშნავს, რომ ქარხნის ფუნქციონირების შედეგად გამოწვეული გარემოსდაცვითი უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად და/ან თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ქარხანა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკით იქნეს აღჭურვილი.

ექსპერტის აზრს იზიარებს და ეთანხმება გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელიც ნინო გაფრინდაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN ) პროექტის ,,სასარგებლო წიაღისეულის სექტორში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა კავკასიაში“ მენეჯერია და არსებულ სიტუაციას სიღრმისეულად აკვირდება.

ნინო გაფრინდაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში მოპოვებული საცემენტე კირქვის ტრანსპორტირება ქარხნამდე უნდა განხორციელდეს იზოლირებულად, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ჰაერში მათი მოხვედრის/გაფრქვევის ალბათობა. ასევე უნდა შეიზღუდოს ხელისუფლების მხრიდან საცემენტე კირქვის ლიცენზიების გაცემა დასახლებული პუნქტების მიმდებარედ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებას და ამასთან, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დაწესდეს მკაცრი კონტროლი სამთო მოპოვებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორიის რეკულტივაციაზე.

,,კასპის მუნიციპალიტეტი დაბინძურების კუთხით ერთ–ერთ დაბინძურებულ მუნიციპალიტეტთა კატეგორიაში გადის. პრობლემა არსებობს გასული საუკუნის 30– იანი წლებიდან, როდესაც აქ საცემენტე კირქვების მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო და ექსპლოატაციაში შევიდა კასპის ცემენტის ქარხანა. დღეისათვის ქარხანას რამდენიმე კარიერი ემსახურება, თუმცა პერსპექტივაში კიდევ რამდენიმე კარიერის გახსნა დაგეგმილი. შესაბამისად, აღნიშნულ კარიერებს უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, როგორც გარემოზე, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. როგორც წესი საცემენტე კირქვების მოპოვება მხოლოდ ღია კარიერული წესით, უსისტემოდ მიმდინარეობს. არ ხდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დასაწყობება ტერიტორიის შემდგომი რეკულტივაციის მიზნით, ნადგურდება მცენარეული საფარი და აქედან გამომდინარე ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების კატასტროფული შემცირება, რაც მუნიციპალიტეტის ძირითადი დარგის სოფლის მეურნეობის გაჩანაგების წინაპირობაა“, - აცხადებს გაფრინდაშვილი.

ფოტოზე: ქალაქის სკვერი

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020