Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
რატომ არ ენდობა თიბილოვი ჰააგის სასამართლოს გამოძიებას
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი სამხრეთ ოსეთის
ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან ქართველების ეთნიკური წმენდის
ფაქტს უარყოფს.
ამის შესახებ თიბილოვმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ, ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შესახებ, ისაუბრა.
2016 წლის 27 იანვარს ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტზე ჰააგის სასამართლოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა, 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით და მასზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, გადაწყვეტილება 2015 წლის 8 ოქტომბერს მიიღო.
ჰააგის სასამართლომ კი, გამოძიება 2016 წლის 27 იანვარს დაიწყო.
გამოძიების დაწყებას, კონფლიქტის ზონაში 2008 წლის 1 ივლისიდან 8 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებების ფაქტები დაედო საფუძვლად.
2016 წლის 28 იანვარს რუსეთმა ჰააგას, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, საკუთარი მასალები გადასცა.
29 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხდა, რომ რუსეთი საერთაშორისო სასამართლოს მიმართ იმედგაცრუებულია.
,,ბენსუდას განცხადება, იმის შესახებ, თითქოს, დახოცილთა შორის ქართული ბატალიონის სამშვიდობები არიან, ასურდია. სწორედაც, ქართული საშვიდობო ბატალიონი იყო ვალდებული შეენარჩუნებინა მშვიდობა, ჯერ კიდევ, ქართველების მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. ამ ბატალიონმა მიატოვა დისლოკაციის ადგილი. ეს ოპერაცი იყო ორგანიზებული საქართველოს ხელისუფლების მიერ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ." - ციტირებს ლეონიდ თიბილოვის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო ,,კავკაზსკი უზელი".
თიბილოვმა ეს განცხადება დე-ფაქტო მთავრობის ძალოვან სტრუქტურის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამშვიდობო შენაერთებიდან, დანაკარგი, მხოლოდ, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა განიცადეს.
დე-ფაქტო პრეზიდენტს ისიც უკვირს, რომ ის ორგანო, რომელიც ნებისმიერ დანაშაულს მიუკერძოებლად უნდა იძიებდეს, თავიდანვე, სხვა ტონით იწყებს ქმედებას.
,,მსოფლიომ უკვე იცის, რომ საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთის მძინარე მშვიდობიან მოსახლეობას. დღეს კი, ამ ფაქტთან მიმართებაში და ბენსუდას განცხადებაში ორმაგი სტანდარტი გვესმის."
,, მე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ეთნიკურ წმენდას სამხრეთ ოსეთში ადგილი არ ქონია. პრაქტიკულად, ქართველი მოსახლეობა ცხინვალის რაიონიდან საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანად მოხვდა."
,, იცოდნენ რა, რომ მოხდებოდა ფართომასშტაბიანი ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, მოსახლეობა თავის კარ-მიდამოს ტოვებდა, შემდეგ თვითონვე ანადგურებდნენ, წვავდნენ თავიანთ სახლებს და არაფერს ტოვებდნენ" -
აღნიშნა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.
თიბილოვის აზრით, საერთაშორისო სასამართლო, 2008 წლის მოვლენებთან მიმართებაში, ოსებისა და მათი მეგობარი რუსეთის დადანაშაულებას ცდილობს.
,,არც ველოდებით ობიექტური დასკვნების გამოტანას ამ სასამართლოს მიერ." - ასკვნის თიბილოვი.
სააგენტო ,,კავკაზსკი უზელი" იხსენებს ფატუ ბენსუდას ადრინდელ განცხადებასაც, სადაც აღნიშნულია, რომ თუ რუსეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ეს 2008 წლის კონფლიქტის გამოძებას ხელს არ შეუშლის.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани