Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორთან ელექტროსადგურის მშენებლობა მარტიდან დაიწყება
2016 წლის მარტიდან, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ტელერადიო ანძის მიმდებარედ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.

სამუშაოებს შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგური" განახორციელებს.

ის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანიაა.

პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სესხის სახით, შეავსებს, ხოლო დანარჩენ 30%-ს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი გაიღებს.

ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი 24 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს.

,,ჩვენ 2016 წლის დასაწყისში, ხელი მოვაწერეთ გორში პირველი ქარის ენერგიის სადგურის მშენებლობას. ეს კავკასიაში პირველი პრეცედენტია. გორი მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, ქარის ენერგეტიკის თვალსაზრისით", - განაცხადა დღეს გადაცემა ბიზნესკონტაქტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ სიმძლავრე გათვლილია 20.7 მეგავატზე, ხოლო გამომუშავებული ელექტრო ენერგია კი, - 88 მლნ კვტ.საათზე.

ჯერ კიდევ, 2013 წლის აგვისტოს ქარის სიჩქარის და მიმართულების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა დამონტაჟდა, რომლის 1 წლის მონაცემებზე დაყრდონით, ქარის რესურსების შეფასების ანგარიში მომზადდა.

ანგარიში ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნოორვეგიული კომპანიამ, „MEVENTUS”- მა წარადგინა. ამასთანავე, ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა შეირჩა.

ტენდერის პირველი ნაწილი უკვე დასრულდა.

გამარჯვებულად ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „VESTAS BENELUX B.V” დასახელდა. ის მშენებელ კომპანიას ექვს ტურბინას მიაწვდის.

ტენდერის მეორე ნაწილიც უკვე ჩატარდა და მიმდინარეობს წინადდებების შეფასება.

სამუშაოების დაწყების სავარაუდო პერიოდია 2016 წლის მარტი და დასრულდება 2016 წლის სექტემბერში.

ქარის ელექტროსადგურის „ქართლი“ მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურად დასახელდეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020