Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გათავისუფლებულ პატიმრებს ცხინვალში დახვედრა მოუწყეს
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა გლდანის ციხიდან გათავისუფლებულ პატიმრებს კომპენსაციის სახით 50-50 ათასი რუბლს გადასცემს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური და რუსულენოვანი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.

,,კავკაზსკი უზელის" ცნობით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გათავისუფლებულ ოს პატიმრებს ცხინვალის ცენტრში თანაქალაქელებმა და ახლობლებმა დახვედრა მოუწყეს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, 10 მარტს ქართულმა, ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა პატიმრები გაცვალეს.

გათავისუფლებულ პატიმრებს შორის გორის ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ვალიევი, გიორგი ზასეევი, იოსებ კოჩიევი და ბორის ტურაშვილი აღმოჩნდნენ.

დახვედრის თვითმხილველი ჟურნალისტი წერს, რომ ცხინვალის მოედანზე მისულ მიკროავტობუსს ხალხი გარს შემოეტყა. ახლობლებმა, ნაცნობებმა თუ უცნობებმა ყოფილ პატიმრებს ხელი ჩამოართვეს, საუკეთესო სურვილები უსურვეს და ბევრს თვალზე ცრემლიც მოადგა.

ერთ-ერთი გათავისუფლებულის დედამ, ადგილობრივი ლიცეუმის წარმომადგენელმა ლუდმილა უსოვიჩმა ,,კავკაზსკი უზელის" ჟურნალისტს უთხრა, რომ ბოლო დღემდე არ იცოდა პატიმრების გაცვლის შესახებ.

,,ჩემი შვილი მეორედ დაიბადა" - თქვა ლუდმილა უსოვიჩვა. ის ყველას მადლობას უცხადებს, ვინც მისი შვილის გათავისუფლების საქმეში წვლილი შეიტანა.

მასთან ერთად იმ ლიცეუმის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ, სადაც ლუდმილა უსოვიჩი ხელოვნებას ასწავლის.

მოსწავლეებმა გაიხსენეს, რომ  მათი მასწავლებელი შვილის გათავისუფლებას ყოველ წელს ელოდებოდა, რომელმაც ცხოვრების საუკეთესო წლები პატიმრობაში გაატარა.

გათავისუფლებულებს დე-ფაქტო მთავრობის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც მიესალმა და გათავისუფლება მიულოცა.

ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა ბორის ტურაშვილმა პრეზიდენტს უთხრა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ციხეში მათ ჰუმანურად ეპყრობოდნენ. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ციხეში აგრესიული მოპყრობა შეწყდა, სამედიცინო დახმარებასაც იღებდნენ. 



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020