Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« мая 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
შფოთვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები - ფსიქოლოგის რჩევები
წლების წინ ჩემი „კლიენტის/პაციენტის“ კონსულტირებაზე მოსვლისას პირველი სიტყვები ასეთი იყო: „სამსახურში ცვლილებები მაქვს, სახლშიც არეულობა, სულ ვშფოთავ და ვერ ვისვენებ, ადგილს ვერ ვპოულობ“. თავიდანვე გეტყვით, ამ შეგრძნებების განცდა არ გულისხმობს შფოთვით აშლილობას.

რამდენიმე შეხვედრის მერე, იგივე ადამიანი მეუბნება: “სულ მეფიქრებოდა პანიკური აშლილობა ხომ არ მაქვს, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ეს უბრალო შფოთვი იყო, ცვლილებების მიმართ.“

როგორც წესი, შფოთვა გადის როდესაც სტრესული სიტუაცია ჩაივლის ან „სტრესორი“ აღარ არსებობს. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც სტრესი და შფოთვა თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრების ნაწილია, ბუნებრივია, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში ხან ვღელავთ, ხან შიში გვიპყრობს, ხანაც შფოთვა გვაქვს. შფოთვა ადამიანისთვის თავდაცვითი რეაქციაა, საფრთხის დროს გვეხმარება ყურადღების მოკრებაში, მზადყოფნასა და გამოწვევისთვის ადეკვატური პასუხის გაცემაში, რის წინაშეც ვდგევართ.

კიდევ ერთი კლიენტის სიტყვებს გავიხსენებ: „ ვიცი რომ სტრესმა დიდი ხანია ჩაიარა, პრობლემა მომიგვარდა, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ ამ მოულოდნელი შიშის და შფოთვის შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებ “.

შფოთვით აშლილობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც შფოთვა გრძელდება ყოველგვარი განსაკუთრებული საფუძველის ან მიზეზის გარეშე და ეს ის მდგომარეობაა, როცა შფოთვითი მდგომარეობა სცილდება ნორმის ფარგლებს და ხელს გვიშლის ცხოვრებისეული კეთილდრეობის შენარჩუნებაში, ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაში და ასევე გარემოსთან ადაპტაციაში.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს ამ მდგომარეობაშია ვერ ალაგებს ურთიერთობებს ახლობელ ადამიანებთან, მეგობრებთან, სამსახურში. განსაკუთრებულად კრიტიკულ სიტუაციაში კი, სახლიდან გარეთ გამოსვლაც უჭირთ. შფოთვის დარღვევები გავრცელებულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

ძირითადად დამახასიათებელია: დაძაბულობის შეგრძნება, ხშირად პანიკა, შიში და დისკომფორტის შეგრძნება, სიკვდილის შიში,საფრთხის შეგრძნებაც, გაგიჟების შიშიც ხან თანმდევია, ცუდი წინათგრძნობა, ღელვისა და მოსალოდნელი საფრთხის სუბიექტური შეგრძნება, შემაშფოთებელი ნეგატიური აზრები, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ცვლილებები, როგორიცაა სუნთქვის გახშირება, გულის ცემის გახშირება, სისხლის წნევის ცვლილებები, ასევე კუნთური ტონუსის მომატება, უკონტროლო, უსიამოვნო მოგონებების ნაკადი. შესაძლოა, დაგვიფრთხეს ძილი.

ფოთვითი აშლილობის რამდენიმე ძირითადი ტიპი არსებობს: პანიკური აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, პოსტტრამვული სტრესული აშლილობა. ყველა მათგანს სხვადასხვა გამოვლინებები ახასიათებს, შესაბამისად მკურნალობის სპეციფიკა განხვავებულია, ამიტომ აუცილებელია ზემოთ აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.

დროული პრევენცია გვეხმარება სწრაფად დავამარცხოთ, ჩვენს წინ არსებული გამოწვევა. უნდა გახსოვდეთ რომ არ ხართ მარტო ამ ბრძოლაში და შეგიძლიათ ითხოვოთ დახმარება სპეციალისტებისგან.

ექიმი ანალიზების საფუძველზე გამორიცხავს სხვა დაავადებების არსებობას, რომლებსაც შეეძლოთ გამოეწვიათ მსგავსი სიმპტომები. თუ პაციენტს ასეთი დაავადებები არ აღენიშნება, მაშინ ექიმი მას საჭიროებისამებრ გადაამისამართებს ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტთან, რომელთაც შეუძლიათ დასვან შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი. ექიმის დანიშნულებისამებრ, მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ასევე თერაპიული, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესი უნდა წარიმართოს ექიმის მითითებებითა და მისი მეთვალყურეობის ქვეშ. შფოთვითი აშლილობის მკურნალობის ეტაპზე მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტი ისმენს თქვენს აზრებს, განწყობებს და გთავაზობთ აკვიატებული შიშების დაძლევის საუკეთესო გზებს. რაც მთავარია, ის გასწავლით, როგორ მართოთ თქვენი ემოციები ისე, რომ არ შეგეშალოთ ხელი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თემურ სამხარაძე
ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი,
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი,
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020