Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« мая 2025 »»
п в с ч п с в
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,ბაზარი, რომელიც წამართვეს, დღეს მერიის საკუთრებაა'' - ჯემალ წიკლაური
გორის ძველი ბაზარი, რომელიც 2004 წელს ჯემალ წიკლაურს წაართვეს, დღეს მერიის საკუთრებაა დღეს, ,,ქართული ოცნების’’ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორი ჯემალ წიკლაური წარსდგა.

ჯემალ წიკლაურმა 2004 წლის მოვლენები გაიხსნა, როდესაც ის ქონების ჩამორთმევის მიზნით, დააკავეს, შემდეგ კი, მეუღლის დაპატიმრების შიშით, ბაზარი სახელმწიფოს დაუთმო. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია გორის მერიის საკუთრებაა. სხდომაზე ეს თავად ჯემალ წიკლაურმაც დაადასტურა.

დღეს, პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯემალ წიკლაურის საქმე წარმოადგენს საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტზე დაზარალებული. მას შემდეგ, რაც კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბაზრის ტერიტორია მერიის საკუთრებაა დღეს, კითხვა აღარავის დაუსვამს. კომისიის დღევანდელ განცხადებაში ვკითხულობთ;

,,მეორე საკითხი, რაზეც კომისიამ დღეს იმსჯელა, საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტს შეეხება. კომისიის წევრებს, გორის ბაზრობის წართმევის საკითხზე, ბაზრის ყოფილი მფლობელი ჯემალ წიკლაური ესაუბრა. ჯემალ წიკლაურის განცხადებით, მასზე ზეწოლა 2004 წლიდან დაიწყო. კერძოდ, გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა მას გორის ბაზრის სახელმწიფოსთვის ჩაბარება მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ, მისივე ინფორმაციით, პროვოკაციები დაიწყო, რის საფუძველზეც საწარმოში საგადასახადო სამსახური შევიდა, რომელმაც გადასახადების დამალვა დაადგინა და შედეგად ის დააკავეს. როგორც ჯემალ წიკლაურმა აღნიშნა, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის შემდეგ ის იძულებული გახდა ბაზარი სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა.

აღნიშნული ფაქტი კი, ციხეში მოხდა, სადაც პროკურორი შევიდა და ნოტარიუსი მიიყვანა. მისივე თქმით, ამ ფაქტამდე, იგი საპატიმროდან კანონის დარღვევით, გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათი გენერალური პროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის მოსაცდელში ჰყავდათ, შემდეგ კი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. ჯემალ წიკლაურმა ასე განაცხადა, რომ გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტა იმ დროისთვის მოქმედი კანონით ესარგებლა, რომლითაც 1 წლის განმავლობაში გაჩუქებულის უკან მოთხოვნის შემთხვევაში, ქონების დაბრუნება შესაძლებელი იყო, თუმცა ამის შემდეგ თავიდან დაიწყო მუქარა, დევნა და ქონების დაყადაღება.’’ - ვკითხულობთ პარლამენტის ვებ-გვერდზე.

რა მოხდა ქონების წართმევის შემდეგ?

2011 წელს ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი სახელმწიფომ გაყიდა. ინვესტორი გახდა შპს ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტი’’

საჯარო რეესტრში დაცული ცნობების მიხედვით, ბაზრის ახალმა მფლობელმა 2013 წელს ,,ბანკი ქართუსგან’’ სესხი აიღო. სანაცვლოდ, ქონება იპოთეკით დაიტვირთა.

როგორც ამ მასალებით ირკვევა, ახალი კომპანია სესხის თანხას ვერ აბრუნებდა. ქონება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე გაიტანა.

2020 წლის 21 სექტემბერს აუქციონზე ყოფილი ბაზრის ტერიტორია ,,ქართუ ბანკმა’’ იყიდა, რაშიც 480 000 ლარი გადაიხადა.

ამავე აუქციონზე, ,,ქართუ ბანკმა’’ იყიდა ახალი ბაზარიც, რომელიც ქალაქის სხვა კუთხეში მდებარეობს. ჯამში, ორივე ბაზარში ,,ქართუ ბანკმა’’ 4,8 მლნ ლარი გადაიხადა.

როგორც ,,ქართლის ამბებს’’ იმ პერიოდში ყოფილი ინვესტორის ადვოკატი უცხადებდა: ,,კომპანიას ქართუ ბანკის მიმართ ჰქონდა დავალიანება 1 მლნ 700 000 დოლარი. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონება ჩამოართვა და აუქციონზე გაიტანა. ორივე ბაზარი იპოთეკით დატვირთული იყო ქართუ ბანკში. აუქციონის შედეგად ორივე ბაზრის ტერიტორია ქართუ ჯგუფმა იყიდა" - აცხადებდა ბაკურ ზურაბაშვილი. ორი დღის შემდეგ ქართუ ბანკმა ქონება მერიას გადასცა.

კომისიის სხდომაზე ჯემალ წიკლაურმა გაიხსენა, როგორ გახდა ბაზრის მესაკუთრე. მისი თქმით, გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი ედუარდ შევარდნაძის მთავრობის პერიოდში აუქციონზე 1996 წელს შეიძინა. მანამდე ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა.

მან კომისიის სხდომაზე თქვა, რომ დაახლოებით 15-20 ათასი ლარი უჯდებოდა გუბერნატორების და გამგებლების შენახვა. ამ სიტყვაზე კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩაეკითხა, თუ რა იგულისხმებოდა ,,შენახვაში''

ჯემალ წიკლაურმა კითხვის პასუხად განმარტა, რომ ამ შენახვაში იგულისხმებოდა მოსახლეობის დახმარება.

იმ პერიოდში კი, როდესაც 1996 წელს ბაზარი სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა, გუბერნატორი იყო ბადრი ხატიძე. ბადრი ხატიძის შვილი გიორგი ხატიძე კი 2016-2020 წლებში, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და წარმოადგენდა ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას''
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020