Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,კასპიცემენტი'' ჰაერის მოწამვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმეს - დაბინძურება ისევ გრძელდება
,,გაცნობებთ, რომ 2024 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე პერიოდში, ქ. კასპში
ფარნავაზის ქ. №2-ში განთავსებული, შპს „ქართული ცემენტი“-ს (ს/კ
230866435) ცემენტის საწარმოში, ფიქსირდება უწყვეტ მონიტორინგს
დაქვემდებარებული ნივთიერებების (CO, SO2, NO2 და მტვრის ნაწილაკების)
ნორმებისა და ტემპერატურის გადამეტების რამდენიმე ფაქტი.''
წერია 2025 წლის 13 თებერვლით დათარიღებულ წერილში, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოადგილემ, ნინო კორკოტაძემ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, მაია ბერაძეს გაუგზავნა.
წერილი ,,ქართლის ამბებმა'' მოიპოვა, სადაც აღწერილია 2023 წლის შემოდგომიდან 2025 წლის 13 თებერვალმდე არსებული სიტუაცია.
წერილში ვკითხულობთ, რომ მაგალითად, 2024 წლის 11 დეკემბერს 15:00:00 სთ-დან 16:30:00 სთ-მდე პერიოდში, მტვრის ნაწილაკების მაქსიმალური კონცენტრაცია თავდაპირველად 2-ჯერ, შემდეგ გაიზარდა 5-ჯერ და ბოლოს 10-ჯერ აღემატებოდა ნორმას.
,,ზემოაღნიშნულ დარღვევაზე, დეპარტამენტში შპს „ქართული ცემენტი“-ს მიმართ დაწყებულია საქმის წარმოება და გატარდება შესაბამისი რეაგირება.'' - აღნიშნულია ნინო კორკოტაძის წერილში.
ნინო კორკოტაძე, როგორც თავის წერილში უთითებს, გახლავთ ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო კონტროლი.
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის გადაწყვეტილებით, ,,კასპიცემენტი'' 5 ათასი ლარით დაჯარიმდა 2023 წლის შემოდგომით ჰაერის მოწამვლის გამო.
კერძოდ, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა იმის გამო, რომ 2023 წლის 24 ოქტომბრიდან 2023 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
მაგალითად, 2023 წლის 24 ოქტომბერს ჰაერში გამოყოფილი ნახშირჟანგის (CO) მაქსიმალური კონცენტრაცია 33-ჯერ აღემატებოდა ნორმას. გოგირდის დიოქსიდის (SO2) - 20-ჯერ; აზოტის დიოქსიდი (NO2) კი 6-ჯერ.
დარღვევები დაფიქსირდა 3 ოქტომბერს, 12; 26 და 28 ნოემბერს.
ნინო კორკოტაძის ეს წერილი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს ,,კასპიცემენტმა'' საწვავად მეორადი ზეთის გამოყენების უფლების მოსაპოვებლად მიმართა. მანამდე, ,,კასპიცემენტმა'' საწვავად საბურავების გამოყენების უფლება მოითხოვა. როგორც ირკვევა, ქარხანა ძირითადად საწვავად ბუნებრივ აირს იყენებს, თუმცა ბუნებრივი აირის სიძვირის გამო, საწარმო ქიმიური ნარჩენების გამოყენებას ამჯობინებს.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა გარემოსდაცვით ზედამხედველობით დეპარტამენტს, თუ როგორ ასრულებს კასპიცემენტი ვალდებულებს ჰაერის ხარისხის შენარჩუნების მიზნით. ამ კითხვის პასუხად კი ნინო კორკოტაძემ ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა, რაზედაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.
ევროკავშირი, გაერო და ავსტრია, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მხარს უჭერენ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოში
გასული წლის, 2024 წლის აპრილში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში იწყებოდა ფართომასშტაბიანი პროექტი ჰაერის ხარისხის გაზრდისა და ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად. პროექტი 2027 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო. დღეს საქართველოს მთავრობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობა აქვს გაწყვეტილი.
4 მილიონი ევროს ღირებულების ოთხწლიან პროექტში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო და ეროვნული პარტნიორები, მათ შორის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)s, გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) და ავსტრიის გარემოს სააგენტო (UBA).

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани