Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июль 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
,,დილა'' კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა
გორის „დილამ“ მინიმალური სხვაობით, მაგრამ მაქსიმალური მნიშვნელობით იმარჯვა – შემდეგ ეტაპზე კი ლატვიურ „რიგას“ დაუპირისპირდება!

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩიც მოიგო „რეისინგ ლუქსემბურგის“ წინააღმდეგ ანგარიშით 1:0. წინა შეხვედრაში 2:1 გამარჯვების შემდეგ გუნდმა საერთო ჯამში 3:1 გაიმარჯვა და ახლა ლატვიური „რიგას“ წინააღმდეგ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ელოდება.

მატჩი საკმაოდ ჩაკეტილი იყო, მეტოქე კაცნაკლული დარჩა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, თუმცა „დილამ“ შეტევები აქტიურად მხოლოდ დამატებით წუთებზე გაამწვავა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მრავალი მომენტი ჰქონდა, ფინიშინგის ხარვეზები კვლავ შესამჩნევი იყო.

მატჩის შემდეგ მწვრთნელს დავუსვით კითხვა:



„მოგილოცავთ გამარჯვებას. მატჩი საკმაოდ ჩაკეტილი იყო, მეტოქე კაცნაკლული დარჩა პირველ ტაიმში, მაგრამ თქვენი გუნდი შეტევაზე აქტიურად მაინც მხოლოდ დამატებით წუთებზე გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ბევრი გქონდათ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლო გუნდმა უფრო ადრე თამაშის დახურვა და ფინიშინგის პრობლემა რამდენად სერიოზულ პრობლემად გეჩვენებათ შემდეგ ეტაპებზე წინსვლისთვის? და აპირებთ თუ არა ახალი ფეხბურთელების დამატებას ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად?“

მხოლოდ ამის შემდეგ გვიპასუხა მწვრთნელმა:

„მოგებასთან ერთად, ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ ჩემი შემტევი ფეხბურთელებით.ისინი აქტიურად მოძრაობენ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, და ხშირად ქმნიან შანსებს. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ისინი კიდევ უფრო დაიხვეწებიან, რადგან ეს ბუნებრივი პროცესის ნაწილია და ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, გუნდში გაძლიერების გამო მათი დამატების მოთხოვნა არ დამიყენებია, რადგან მჯერა, რომ იმ რესურსით, რაც გვაქვს, სწორად მუშაობით წინსვლა შეგვიძლია. რაც შეეხება მომავალ ეტაპს, ვფიქრობ, შანსები 50/50-ზე იქნება და არც ერთი გუნდი არ იქნება ფავორიტი. ყველაფერს მოედანზე ბრძოლა გადაწყვეტს.“

ახლა „დილას“ წინ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელოდება „რიგასთან“. გუნდის მხარდაჭერა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ევროპაში გზა კიდევ უფრო გაგრძელდეს.

ჩვენი ქალაქის საფეხბურთო გუნდ გორის „დილას“ წარმატებებს ვუსურვებთ ტურნირის შემდეგ ეტაპზე!


ავტორი: ზურა მაჭარაშვილი




Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020