Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კასპის მერის მიერ მოწყობილი ფიტნეს სკვერი ბავშვებისთვის მიუწვდომელია
გასული წლის დასაწყისში კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ამომრჩევლებს აცნობა, რომ მუნიციპალიტეტის 7 სოფელში მოეწყო ფიტნეს ტრენაჟორები. პროექტზე ჯამში 180 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო თითოეულ სკვერზე — 25 573 ლარი.

მათ შორის ერთ-ერთი არის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში მოწყობილი სკვერი.

შესყიდვა და შემოწმება


პროექტი განახორციელა კომპანია „ჯეო პარკი“. ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ყველა ტრენაჟორი რუსეთშია დამზადებული, ხოლო კაუჩუკის ფილები — თურქეთში (მარკა არ არის მითითებული).

ობიექტი შემოწმდა ინსპექტირების ორგანო „ქრიზოლითის“ მიერ. ექსპერტიზა ჩაატარა 40-წლიანი გამოცდილების მქონე ინჟინერმა იოსებ გოგატიშვილმა. მისი დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფაქტობრივი სამუშაოები ერთმანეთს შეესაბამებოდა, ხილული ხარვეზები არ დაფიქსირდა.

დასკვნაში ვკითხულობთ:

,,კომპანია ჯეო პარკის მიერ ინსპექტირებაზე წარმოდგენილია კასპის სოფელ საკორინთლოში ფიტნეს ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობაზე შედგენილი აქტები''

,,ფარული სამუშაოების აქტების ანალიზისა და ხილული სახის სამუშაოების ადგილზე დათვალიერების და აზომვების შედეგად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების სახეები და მოცულობები შესაბამისობაშია წარმოდგენილ მონაცემებთან''

,,აზომვები განხორციელდა 10 მ-იანი ლითონის საზომი ლენტით. ვიზუალური შემოწმებით შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზები არ დაფიქსირებულა''
- წერს ექსპერტი იოსებ გოგატიშვილი.

რეალური მდგომარეობა

მერის განცხადებით, ტრენაჟორებით უნდა ესარგებლათ როგორც საკორინთლოს, ასევე მეზობელ სოფელ ახალშენში მცხოვრებ მოზარდებს. თუმცა ადგილზე გასვლისას „ქართლის ამბებმა“ დააფიქსირა, რომ ბავშვები სკვერში ვერ მიდიან. ის ბლოკ-საგუშაგოს წინ, დაახლოებით 20 მეტრშია და იწყება ე.წ. უკონტროლო ტერიტორია.

ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად გასართობი ზონის მოწყობა ძველ სტადიონზე იგეგმებოდა, მაგრამ მოსახლეობამ ტერიტორია არ დაუთმო. შედეგად, სკვერი სხვა, ნაკლებად უსაფრთხო ადგილას მოეწყო. ახალი სივრცე მიტოვებულია და ბალახით არის დაფარული.

ალტერნატიული სივრცეები

სტადიონიც ამჟამად მოუწესრიგებელია, რის გამოც სოფლის ბავშვები ძირითადად დასახლების ცენტრში იკრიბებიან.

„ბოლო პერიოდში ბევრი დამსვენებელი ჩამოდის ოჯახებით. ახლა სოფელში ბევრი ბავშვია და ყოველ საღამოს ცენტრში იკრიბებიან. სკვერი შორსაა, სტადიონიც დასამთავრებელია. რომ დასრულდეს, იქ უფრო წავლენ,“ — ამბობენ ადგილობრივები.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020