Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ადგილი, სადაც 1924 წელს ფალავანდიშვილები მოკლეს
სოფელ გომში, რკინიგზის სადგურთან ახლოს, შემონახულია ადგილი, სადაც
1924 წელს ფალავანდიშვილები მოკლეს. დაღუპულთა შთამომავლები ამ ადგილს
დღესაც ხშირად სტუმრობენ.
გიორგი ფალავანდიშვილი წერს: „ექვსი ადამიანი წამოიყვანეს ერთი ოჯახიდან, ქარელის რაიონის სოფელ ცერონისიდან, 1924 წლის 28 აგვისტოს მოკლეს“.
როგორც შთამომავლებმა გაარკვიეს, სახლიდან წაიყვანეს ძმები ალექსანდრე (საშიკო), ილიკო და სულიკო ფალავანდიშვილები. მათი ერთი ბიძაშვილი ვარლამ (ვალა) ფალავანდიშვილი, ერთი სასულიერო პირი და ერთი 16 წლის გოგონა.
ლიზი გოგატიშვილი იხსენებს: „პაპაც იყო იმ ადგილს დასახვრეტად გამზადებული და შეესწრო, როგორ დახვრიტეს ძმები ფალავანდიშვილები. თეთრ პერანგებზე სისხლი ჩქეფად ჩამოსდიოდათ. ჯერ ჩამოახრჩეს და მერე დახვრიტესო, ისეთი ლამაზი ვაჟკაცები იყვნენო, მამა სინანულით იხსენებდა პაპის ნათქვამს“.
ამ პერიოდში მომხდარ ამბებს ხაშურელმა ისტორიკოსმა თამაზ ლაცაბიძემ ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა. იგი წერს, რომ დაპატიმრებულები ჯერ გომის რკინიგზის სადგურზე მიჰყავდათ, რათა გორში მატარებლით წაეყვანათ, თუმცა ზოგი გორამდე არც მიჰყავდათ — იქვე ან ზემო სერის ტყეში ხვრეტდნენ.
ლაცაბიძის წიგნში აღნიშნულია, რომ მსგავსად ვეზირიშვილებისა, სხვა თავადების ამოწყვეტაც სურდათ. ასევე კლავდნენ ვაჭრებს და მღვდლებს. მოყვანილია კიდევ ერთი შემთხვევა: საშა (ალექსანდრე) ფალავანდიშვილი უშუალოდ რკინიგზის ლიანდაგებში მოკლეს.
თამაზ ლაცაბიძე აღნიშნავს, რომ 1924 წლის 7 სექტემბერს ხაშურში გაიმართა დიდი მიტინგი. მანამდე მიტინგები იმართებოდა სოფლებში, საბჭოთა ხელისუფლების მხარდასაჭერად. 11 სექტემბერს გაზეთში „მუშა“ გამოქვეყნდა წერილი „ხაშურლების ქუხილი“, სადაც აღწერილია 7 სექტემბრის მრავალრიცხოვანი მიტინგის ამბავი, რომელიც გაიმართა ხაშურის საბაზრო მოედანზე.
,,მიტინგი გახსნა ამხ. ალ. ქებაძემ, სიტყვით გამოვიდა რაიაღმასკომის თავმჯდომარე ამხ. ლ. რუხაძე, მას მიჰყვა ამხ. ვალ. ვაშაკიძე. შემდეგ ამხ. კვინიკაძე. განათლების მუშაკთა კავშირის სახელით ილაპარაკა ამხ. ამბაკო კალაძემ. მერე ვანო ძაძამიამ და სიმონ ბაბლიძემ.''
„ხაშურის მრავალრიცხოვანი მიტინგი ადგენს: ყველა თავად-აზნაური, მღვდელი და სხვა დამნაშავენი დასჯილი იქნენ უმაღლესი სასჯელით — დახვრეტით, როგორც ავანტურისტები და საზოგადოების მშვიდობიანობის დამრღვევნი. ზიზღი ჩოხა-ანაფორიან მენშევიკების ავანტურას!“, — წერს 1924 წლის გაზეთი ,,მუშა'' სათაურით „ხაშურლების ქუხილი“.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани