Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ახალი შესაძლებლობა ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებისთვის: 6,000 ლარამდე დაფინანსება
ორგანიზაცია People in Need Georgia აცხადებს საგრანტო კონკურსს გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ახლად შექმნილი ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს ეკოტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის წახალისებას.

მონაწილეებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი 2,000-დან 6,000 ლარამდე. მიღებული დაფინანსებით გრანტის მიმღებებს საშუალება ექნებათ, შექმნან ახალი საწარმო ან არსებული საქმიანობა გააუმჯობესონ.

განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებულები კი 4-5 დეკემბერს გამოვლინდებიან. აღსანიშნავია, რომ საპროექტო იდეები ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ შეფასდება, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში თემის ჩართულობას უზრუნველყოფს.

პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ახორციელებს People in Need, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოსთან და გორის მერიასთან თანამშრომლობით. კონკურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ ტრადიციულ საქმიანობებსა და ხეობის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას.

ინიციატივის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასწავლო შეხვედრები, სადაც ტრენერები მოსახლეობას გააცნობენ სააპლიკაციო ფორმას და დაეხმარებიან იდეის ჩამოყალიბებაში.

გარდა ამისა, გრანტის მიმღებს საშუალება ექნება ისარგებლოს კონსულტაციით პროექტის განხორციელების პროცესში.

ატენის ტერიტორიულ ორგანოში, იდეების გენერირებასა და მეწარმეობაზე პირველი ტრენინგი 5 ნოემბერს უკვე გაიმართა.

დარჩენილი შეხვედრები:

ბოშური (იდეების გენერირება): 7 ნოემბერი, 11:00-17:00, ბოშურის ტერიტორიული ორგანოს შენობა.

ატენი (ბიზნესგეგმა, პრეზენტაცია): 10-11 ნოემბერი (ორდღიანი), 11:00-17:00, ატენის ტერიტორიული ორგანოს შენობა.

ბოშური (ბიზნესგეგმა, პრეზენტაცია): 13-14 ნოემბერი (ორდღიანი), 11:00-17:00, ბოშურის ტერიტორიული ორგანოს შენობა.

რა მიმართულებები შეიძლება დააფინანსდეს საგრანტო კონკურსის ფარგლებში:


• ტურიზმი - ეკო და აგრო ტურიზმი
• სოფლის მეურნეობა
• საქმიანობები, რომლებიც გააუმჯობესებს დაცულ ლანდშაფტში მაცხოვრებელი მოსახლეობის კეთილდღეობას და ჰარმონიაში იქნება ლანდშაფტის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობასთან.
• განიხილება ნებისმიერი სხვა ინიციატივაც, რომლებიც გააუმჯობესებს მოსახლეობის კეთილდღეობას (მათ შორის, გარეული ცხოველებისგან თავდასხმის შესამცირებლად)

საპროექტო იდეის წარდგენა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +995 599 61 30 64, ან მისწერონ ელფოსტაზე:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

პროექტის დეტალების და განაცხადის ფორმის ნახვა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე შესაძლებელია აღნიშნული ბმულის გამოყენებით.

კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება PIN Georgia-ს მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CZDA) მხარდაჭერით.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020