Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
კასპის სოფლებს არალიცენზირებული ,,სოფლის წყალი" ემსახურება
კასპის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული
პრობლემები კვლავ მწვავედ დგას. სახელმწიფო აუდიტის ცნობით,
მოსახლეობას არალიცენზირებული კომპანია ,,სოფლის წყალი"
ემსახურება.
,,სოფლის წყალი" კასპის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საკუთარი უფლებამოსილებაა მოსახლეობისათვის წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფა. კანონმდებლობის მიხედვით, სასმელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო, უვნებელი და აკმაყოფილებდეს ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს. წყლის მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მაჩვენებლების კონტროლი, მონიტორინგი, მიღებული მონაცემების აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
ფაქტობრივი მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის 75 დასახლებული პუნქტიდან ქალაქ კასპისა და 12 სოფლის მოსახლეობას წყალს აწვდის შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია". დანარჩენ სოფლებში მოსახლეობის წყალმომარაგება ძირითადად მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – "სოფლის წყალს" ევალება. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნია.
მუნიციპალიტეტის დოკუმენტებში სასმელი წყლის სისტემების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად არის მიჩნეული. 2022-2023 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის ფაქტობრივად დაიხარჯა 1 მილიონ 633.4 ათასი ლარი. მიუხედავად ამისა, განხორციელებული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოსახლეობის ყოველდღიური მოთხოვნა სასმელ წყალზე სრულად დაკმაყოფილდეს.
არსებული მონაცემებით, მუნიციპალიტეტის 62 სოფელში მცხოვრები 12 265 ოჯახიდან 4 147 ოჯახს წყალი მიეწოდება ჭაბურღილებიდან და წყაროებიდან, ხოლო 6 166 ოჯახი წყალს მხოლოდ გრაფიკით იღებს. ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემების უმეტესობა, ასევე ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით.
წესდების მიხედვით, ა(ა)იპ-ის მიზანია სოფლის მოსახლეობას მიაწოდოს ხარისხიანი, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალი. ორგანიზაციას ევალება სასმელი წყლის მაგისტრალების მოვლა-პატრონობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, სანიტარიული ნორმების დაცვა და წყლის გადასახადის ამოღება. თუმცა პრაქტიკაში წყლის სათანადო გაწმენდა სრულყოფილად არ ხორციელდება. ხშირ შემთხვევაში არ გამოიყენება დაქლორვის საშუალებები და არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის დასადგენად.
ცალკეულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წყალი რიგ შემთხვევებში დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება. მაგალითად, მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო ბაღში ჩატარებული კვლევიდან 21-ში გამოვლინდა ნორმიდან გადახრა. წყლის ხარისხთან დაკავშირებული დარღვევები დააფიქსირა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც – შემოწმებული 18 სოფლიდან 14-ში გამოვლინდა შეუსაბამობა. სააგენტომ მუნიციპალიტეტს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი ღონისძიებები ჯერ არ განხორციელებულა.
დოესსა და ხოვლეში საქლორატორო გამართულად არ
ფუნქციონირებს, რადგან არ მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა წყლის გაწმენდა ხორციელდება მექანიკურად.
არსებული მდგომარეობა მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემებია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით, ხოლო მიწოდებული წყალი სათანადოდ არ იწმინდება და მისი ხარისხი სისტემურად არ მოწმდება. შედეგად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არასაკმარისია.
რეკომენდაციის მიხედვით, მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, რათა გონივრულ ვადაში გაუმჯობესდეს მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება. სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიის მქონე სუბიექტის მეშვეობით და წყლისა და საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ გამოყენებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ისე წყალმომარაგების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани