Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« апреля 2026 »»
п в с ч п с в
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
,,კასპის მერიაში საწვავისა და ავტომანქანების მოვლა-შენახვის ხარჯვის კონტროლი ფაქტობრივად მოშლილია'' - აუდიტი
სახელმწიფო აუდიცის ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საწვავისა და ავტომანქანების ხარჯვის კონტროლი ფაქტობრივად მოშლილია.

მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ორგანიზაციას ბალანსზე ერიცხება 21 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება.
მათ შორის, მუნიციპალიტეტი 2022-2023 წლებში სარგებლობდა 10 ერთეული სატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 2006-2023 წლებში. 

სამ ავტომანქანას იყენებენ მუნიციპალური ა(ა)იპ-ები, ხუთი ავტომანქანა დაზიანებულია და არ გამოიყენება, ერთი - გადაცემულია ხაშურის პოლიციაზე, ერთი - არ იძებნება (1971წ. გამოშვებული GAZ 24), ხოლო ერთი ავტომანქანა გაყიდულია 2010 წელს და არ არის გაფორმებული მყიდველზე.

რა დარღვევები გამოვლინდა

2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტმა საწვავში 57.6 ტონა დახარჯა, რაც 171.8 ათას ლარს შეადგენს. თუმცა, აუდიტმა დაადგინა, რომ საწვავის გამოყენებაზე ეფექტიანი კონტროლი არ ხორციელდებოდა.

ერთ-ერთ შემთხვევაში, ავტომანქანამ დადგენილ ლიმიტს 455 ლიტრით გადააჭარბა - ლიმიტის გაზრდა კი მხოლოდ „სიტყვიერი შეთანხმებით“ მოხდა.

საკრებულოს კუთვნილ ავტომობილზე საწვავის კონტროლის სისტემა დაზიანებული იყო, რაც საწვავის უკონტროლო გამოყენების შესაძლებლობას ქმნიდა.

40 შემთხვევაში (ჯამში 1.3 ტონა საწვავი) ჩასხმა მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ განხორციელდა, რაც, სავარაუდოდ, სამსახურებრივ საჭიროებას არ უკავშირდებოდა.

პრობლემები გამოვლინდა ავტომანქანების მომსახურების ნაწილშიც

მუნიციპალიტეტმა ავტომანქანების მოვლა-პატრონობაზე 122.4 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა აუდიტმა არაერთი დარღვევა გამოავლინა:

130-ზე მეტ შემთხვევაში მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების ფასები წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა და „შეთანხმებით“ დადგინდა — შედეგად, 28 000 ლარის ხარჯი დაუსაბუთებელია.

ერთსა და იმავე მომსახურებაში მუნიციპალიტეტმა 6 000 ლარი ორჯერ გადაიხადა. გაწეული მომსახურების დასადასტურებლად, აუდიტის ჯგუფის დაინტერესების შემდეგ, 2024 წლის აპრილში გაფორმდა დეფექტური და მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა აღნიშნული დოკუმენტების სანდოობა აუდიტის შეფასებით რისკის მატარებელია.

25-ზე მეტ შემთხვევაში გადახდილია შეთანხმებულზე მეტი — მაგალითად, 440 ლარის ნაცვლად 780 ლარი.

ერთ-ერთი ავტომანქანის რემონტზე 7 600 ლარი დაიხარჯა, თუმცა სამუშაო შესაძლოა საერთოდ არ უკავშირდებოდეს ექსპლუატაციისას მიღებულ დაზიანებას. საუბარია TOYOTA HILUX-ზე (სახელმწიფო ნომერი: JJ-050-FF), რომლისთვისაც დაფინანსდა შემდეგი სამუშაოები და ნაწილები: წინა ფარები, წინა მოპირკეთების ბადე, კაპოტი, წინა ბამპერი, წინა საქარე მინა, წყლის რადიატორი, წინა ფრთა, სამღებრო სამუშაოები, ევაკუატორით მომსახურება და სხვა.

ასეთ შემთხვევაში, თუ დაზიანება გამოწვეული იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით, ზარალი უნდა აენაზღაურებინა სადაზღვევო კომპანიას ან პასუხისმგებელ პირს — რაც არ მომხდარა.

დასკვნა:

აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საწვავისა და ავტომანქანების მოვლა-შენახვის ხარჯვის ეფექტიანი კონტროლი. საბიუჯეტო თანხები რიგ შემთხვევებში დაიხარჯა დაუსაბუთებლად, ეკონომიურობისა და რაციონალურობის პრინციპების დარღვევით.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020