Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ჩემპიონის დედას თანამშრომლის შეურაცყოფაში ადანაშაულებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო მაზმიშვილი სოფელ რუისის საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტს ,,მცირე კონფლიქტს" უწოდებს.

,,აქამდე ხმას არ ვიღებდი. ეხლა მინდა ყველამ გაიგოთ, რას წარმოადგენს ეს ხალხი" - ამბობს ანა ბალიაშვილი, რომლის და რუისის საბავშვო ბაღში მუშაობს და ამავე ბაღის ყოფილი დირექტორია.

,,რამდენიმე თვეა სახელოვანი ჩემპიონის ბექა ღვინიაშვილს დედა რუისის მე-3 საბავშვო ბაღის დირექტორად მუშაობს. ყოფილი დირექტორი ჩემი დაა, ერთ დროს ყველაზე წარმატებული დირექტორი. ჩემპიონის დედას არც შესაბამისი განათლება აქვს და არც გამოცდილება, მითუმეტეს, თანამშრომლებთან ურთიერთობის კულტურა. ჩამოქვეითებულ ჩემს დას ყოველ დღე ავიწროვებს, ეჩხუბება და უმიზეზოდ ლანძღავს, იმის გამო, რომ მშობლებში პატივისცემას იმსახურებს, თვითონ კი მხოლოდ ზიზღს. ჩემი და ცდილობს, მოთმინებით აიტანოს მისი აგრესია, მაგრამ ლედი უმეკაშვილის მხრიდან დღეს გამართული ისტერიკა მისთვის უკვე ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა. ამ სტატუსს არ დავწერდი, ჩემი და რომ ისეთ მდგომარეობაში არ მენახა, როგორშიც ვნახე. სიტუაციის დასარეგულირებლად დედაჩემი ურეკავს ბექა ღვინიაშვილის მამას, იმისთვის, რომ ცოლის აგრესია როგორმე შეაჩეროს. ეს კი დედაჩემს ეუბნება - "ქალო რა უნდა გელაპარაკოოო." ასეთი რამე დედაჩემისთვის, რომელიც დამსახურებული პედაგოგია და რომლის დამსახურებაცაა საბავშვო ბაღის გადარჩენა რუისში, რომელმაც წლების განმავლობაში უხელფასოდ იმუშავა, ასეთი რამე არავის უკადრებია. მოკლედ, აი ასეთი მშობლები ჰყავს ბექა ღინიაშვილს." - აცხადებს ანა ბალიაშვილი.

ქარელის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი ვასიკო ბაქრაძე გარკვეული სახის ინციდენტს ადასტურებს, თუმცა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან დაკავშირება გვირჩია.

ბაღების გაერთიანების დირექტორი კი, ამბობს, რომ ორივე პიროვნებას შეხვდა.

,,ეს იყო პატარა კონფლიქტი, რომელიც დღეის მდგომარეობით ამოიწურა. მე ორივე მხარეს შევხვდი. რას ვიზამთ, ყველა სამსახურში ხდება ასეთი გაუგებრობა, ყველა სამსახურში შეიძლება ჰქონდეს ხმამაღალ საუბარს" - გვარწმუნებს ნინო მაზმიშვილი.

ნინო მაზმიშვილთან დარეკვის შემდეგ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტს რუისის საბავშვო ბაღის თანამშრომელი მაია ბალიაშვილი უკავშირდება და გვთხოვს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გავავრცელოთ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ამ ეტაპზე ბაღის დირექტორს ვერ დაუკავშირდა.

რუისის საბავშვო ბაღში მიმდინარე პროცესების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ადრეც წერდა.


იხ. ამავე თემაზე:

ჩემპიონის დედა საბავშვო ბაღში დანიშნეს - გლოვა რუისში
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020