Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სასამართლოს შემდეგ მშობლები ბავშვებზე ზემოქმედებას ახდენენ
მთელ რიგ შემთხვევებში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ოჯახის წევრი (წევრები) არასრულწლოვანზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ, ზოგჯერ კი, ფიზიკურ ძალადობას.

ამის შესახებ სახალხო დამცველის თანამშრომლების მიერ შესწავლილი საქმეების შემდეგ გამოიკვეთა.

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ ეს პროცესები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს აფერხებს.

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში ყურადღება ეთმობა ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლების ჯეროვან შესრულებას, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინების საკითხს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში ბავშვთან ურთიერთობის საკითხზე 559 სასამართლო დავა მიმდინარეობდა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 125 მიმართვა განხორციელდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, მოსამართლე არ ითვალისწინებს არასრულწლოვნის აზრს, რაც აღსრულების პროცესში შექმნილი პრობლემების განსაზღვრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

აღსრულების პროცესს ხელს უშლის ისიც, რომ სპეციალისტები ვერ ახდენენ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირებას, ასევე მათთვის ვერ ხერხდება კვალიფიციური ფსიქოლოგის სერვისის მიწოდება.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განახორციელოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობისას, არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური/ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაცია და მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, ამასთან, არასრულწლოვანთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სოციალური მუშაკის აქტიური მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვანთათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020