Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ტირიფონის სარწყავი არხის ამოქმედება ოსური მხარისთვისაც მისაღებია
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა მზადაა, პირობითი საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისიის ფარგლებში ქართულ მხარესთან ითანამშრომლოს.

ამის შესახებ ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით სანაკოევმა განაცხადა.

სანაკოევის განცხადებას ოსური მედია ავრცელებს.

იგი თვლის, რომ იქ სადაც მავთულხლართებია გაბმული და სპეციალური ნიშნებია დაყენებული, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ფაქტები შემცირებულია და, შესაბამისად, პრობლემები ნაკლებია.

ბოლო ერთი თვის მანძილზე რუსეთის მესაზღვრეებმა გამყოფ ხაზთან 22 ქართველი დააკავეს, აქედან, 20 უკვე ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლებულია. დანარჩენი ორი შემთხვევა მიმდინარეა.

შეგახსენებთ, დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 66-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტები გააპროტესტეს.

,,საუბარი შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის." - განაცხადა ქართული მხარის წარმომადგენელმა.

ქართულმა მხარემ ისაუბრა, ასევე, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ხეითის ტერიტორიაზე ბონდო გოჩაშვილის საფლავის დარბევის ფაქტზე.

აღნიშნულ ფაქტზე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 258 მუხლის 1-ლი ნაწილით აღძრა.

დავით სანაკოევი ქართულ მხარეს დაპირდა, რომ აღნიშნულ საკითხს დეტალურად შეისწავლიან და უმოკლეს ვადაში ინფორმაციას ქართულ მხარეს მიაწვდიან.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენეს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მკვიდრის, 82 წლის დავით ვანიშვილი საკითხი, რომლის მიმართაც ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის მუქარასა და ზეწოლას. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი.

ტირიფონის სარწყავი არხის საკითხი დღის წესრიგში არ იდგა, თუმცა, ოსური მედიის ცნობით, დავით სანაკოევი ამ თემას მაინც შეეხო. სანაკოევმა აღნიშნა, რომ ტირიფონის სარწყავ არხში წყლის გაშვება ორივე მხარისთვის მისაღებია.

ოსური მხარე დე-ფაქტო მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე არხის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020