Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ტირიფონის არხში წყალი გამოუშვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ტირიფონის არხიდან წყალი უკვე მოდის.

ამ არხით როგორც ქართული სოფლები, ასევე ოსური სოფლებიც სარგებლობს.

მდინარე ლიახვიდან მომავალი წყალი როგორც ქართულ, ასევე ოსურ სოფლებზე გადის.

ერგნეთიდან ორჭოსნამდე მიმავალი წყალი შემდეგ ნადარბაზევის წყალსაცავში იქაჩება და გროვდება.

ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ მაისის შემდეგ, რწყვის სეზონზე ნადარბაზევიდან დაშვებული წყალიც შეეშველება არხის წყალს.

საგულისხმოა, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს პოლიციის თანამშრომლები, არხის შესახებ საუბარს უკრძალავენ.

ერგნეთის 66-ე შეხვედრაზე ოსური მხარის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა ტირიფონის არხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არხის ამოქმედება ორივე მხარის ინტერესში შედის.

ხურვალეთელები ამბობენ, რომ მეზობელ ოსურ სოფელ წინაგარაში მიმდინარე გაზაფხულზე, თითქმის 4 წლის განმავლობაში გაუწმენდავი არხი გაასუფთავეს. სანაკოევის ინფორმაციით, ჯერ კიდევ დარჩენილია ადგილები, სადაც არხი გასაწმენდია.

თამაზ მჭედლიძე მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობს, ის ხურვალეთში ცხოვრობს და დეტალურად გვიყვება ჩვენს მიერ გადაღებული არხის შესახებ.

,,ეს წყალი მდინარე ლიახვიდან მოდის, სათავეს ერგნეთიდან იღებს, გამოივლის როგორც ქართულ სოფლებს, ასევე ოსურსაც, მაგალითად, ზემო არცევს. შემდეგ ისევ მეჯვრისხევის გავლით ჩამოდის ჩვენამდე. ჩვენს მერე ორჭოსნის მინდვრებია. შარშან ცოტა წყალი იყო გამოშვებული, მაგრამ წელს არხში, ნახეთ რომ ბევრი წყალია" - აცხადებს თამაზ მჭედლიძე.

ნადარბაზევის წყალსაცავში არხიდან წყალი უკვე იქაჩება. თამაზ მჭედლიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს წყალსაცავში იმდენი წყალი დაგროვდება, რომელიც ხურვალეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას სარწყავად 2 წელი ეყოფა.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020