Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ცხინვალის ცენტრში გამართულ კონცერტზე ქართულად იმღერეს
,,დედი, დედი, ჩემო დედი"

ეს ფრაზები ცხინვალის ცენტრში სკოლადამთავრებულებისთვის გამართულ კონცერტზე ყაბარდო-ბალყარეთელმა მომღერალმა გოგონამ სიმღერისას წარმოსთქვა.

დედის საპატივსაცემოდ შესრულებულ ნამღერში ქართული ფრაზები ცხინვალის მთავრობის პროპაგანდისტულ საინფორმაციო საშუალების  სპუტნიკის  ჟურნალისტმა მარიამ კოტაევამ და პარლამენტარმა როზა ვალიევმა ამოიცნეს.

ჟურნალისტი და პარლამენტარი კონცერტზე იმყოფებოდნენ.

ორივე მათგანმა ამის თაობაზე ორგანიზატორებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.

მშვიდად მოსაუბრე ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ჟურნალისტი და პარლამენტარი მომღერალ გოგონასკენ გაემართნენ, რომელიც რამოდენიმე ადამიანს, სავარაუდოდ, დაცვას მანქანისკენ მიჰყავდა.

ჟურნალისტი ასევე წერს, რომ კონცერტზე შეკრებილი საზოგადოება მშვიდად აგრძელებდა გართობას.

,,იცი თუ არა, რომ შენ ნამღერში ქართული ფრაზები შედის" - ჰკითხეს გოგონას. პარალელურად, მას ამშვიდებდნენ, რომ ნუ ეშინოდა, რადგან არაფერს დაუშავებდნენ.

მომღერალმა ჟურნალისტს და პარლამენტარს მოუბოდიშა.

,,მე ვიცოდი, რომ ეს სიტყვები რუმინულია. მაპატიეთ ჩემი შეცდომა" - უპასუხა მათ.

ამ სიტყვების შემდეგ კონცერტი მშვიდად გაგრძელდა.

ჟურნალისტი იქვე განმარტავს, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე ქართული ენა აკრძალული არაა, უფრო მეტიც, იქ, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ქართული ენა ოფიციალურადაც დაშვებულია და ქართული სკოლებიც არსებობს. თუმცა, კონკრეტული მაგალითები არაა მითითებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020