Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კონგრესს რეგიონებიდან 150 ფერმერი დაესწრება
ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ საქართველოს ფერმერთა კონგრესს გამართავს.

რეგიონების მასშტაბით  150-მდე ფერმერი დელეგატი დაესწრება, რომლებიც მთავრობის წევრებს შეხვდებიან და  აგროსფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზატორებმა აცნობეს.

შეხვედრა ხვალ 2 ივნისს  12:00 საათზე, თბილისის საგამოფენო ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება.

რიგით მეორე კონგრესს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია დაესწრებიან.

მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები იქნებიან.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და დიალოგს. კონგრესზე განხილულ საკითხებს შორის აქცენტები გაკეთდება მასზე, თუ რა გავლენას ახდენს სურსათის უვნებლობის რეფორმები მცირე მეურნეების საქმიანობაზე, რა გამოწვევები და პერსეპექტივებია ბაზრებზე მცირე მეურნეების ხელმისაწვდომობის კუთხით, რა საინვესტიციო, საკრედიტო და სუბსიდირების რესურსები არსებობს მცირე ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის.

კონგრესის მსვლელობის დროს გაიმართება ტელეხიდი, რომლის დროს თელავის ტელევიზიის „თანამგზავრი“ და ახალციხის ტელეარხის „მეცხრე არხის“ სტუდიებიდან ადგილობრივი ფერმერები მოწვეულ სტუმრებს დაუსვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს.

საქართველოს ფერმერთა კონგრესს წინ უძღოდა რეგიონული შეხვედრები, რომლის დროსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ შეარჩია კონგრესის მონაწილე 150 დელეგატი. რეგიონულ შეხვედრებზე ფერმერებმა წინასწრ მოამზადეს ის თემები და საკითხები, რომლებსაც კონგრესი განიხილავს.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი იმართება პროექტის - „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორცილებენ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და მისი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში. სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.

სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეობების განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020