Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
რას ნიშნავს თანასწორობა და რას მოიცავს კანონის წინაშე თანასწორობის უფლება?
კითხვა: რას ნიშნავს თანასწორობა და რას მოიცავს კანონის წინაშე
თანასწორობის უფლება?
პასუხი: თანასწორობის უფლება ნიშნავს თანასწორი, ანუ თანაბარი შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული თანასწორი მოპყრობის ვალდებულებას, არსებითად უთანასწოროთა მიმართ კი პირიქით. თანასწორი მოპყრობის მაგალითია, როდესაც განსხვავებული რელიგიური შეხედულების ბავშვს საჯარო სკოლაში თანაბრად აქვს სწავლის უფლება.
კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. ეს უფლება გულისხმობს ისეთი საკანონმდებლო რეგულირების შექმნის ვალდებულებას, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისთვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს კი პირიქით.
კითხვა: რა ნიშნები აქვს დისკრიმინაციას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით? და რას ნიშნავს პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია?
პასუხი: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად
• რასისა ,
• კანის ფერისა ,
• ენისა ,
• სქესისა ,
• რელიგიისა ,
• პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა ,
• ეროვნული ,
• ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა ,
• წარმოშობისა ,
• ქონებრივიდა წოდებრივი მდგომარეობისა ,
• საცხოვრებელი ადგილისა .
მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნები არ არის ამომწურავი ხასიათის. მაგალითად, დისკრიმინციის ნიშანია სექსულაური ორიენტაცია, მოქალაქეობა და სხვა.
პირდაპირი დისკრიმინაცია წარმოადგენს თანასწორ პირობებში მყოფი პირების არათანასწორ მოპყრობას აკრძალულ ნიადაგზე.
არაპირდაპირი დისკრიმინაციის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს კონკრეტულ კანონს, ნორმას და ქცევას, რომელიც, თავის მხრივ, არ არის დისკრიმინაციული, თუმცა დამდგარი შედეგი აშკარა დისკრიმინაციაა გარკვეული პირთა წრისთვის.მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კონკურსში გასაუბრებისას აშკარად რთულ კითხვებს უსმევენ და არ აჰყავთ სახელმწიფო სამსახურში სამუშაოდ.
კითხვა: როდის ითვლება განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად?
პასუხი: განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა. მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი.
განსხვავება დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება, თუკი მას „ობიექტური და გონივრული გამართლება“ აქვს. ობიექტური და გონივრული გამართლების კრიტერიუმი შემდეგია:
განსხვავებული მოპყრობა, შეიძლება ობიექტური და გამართლებული იყოს, თუკი
• მას გააჩნია კანონიერი მიზანი და
• გამოყენებული საშუალებები კანონიერი მიზნის პროპორციულია.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მოქალაქე რომელსაც ერღვევა თანასწორობის უფლება? ეხება თუ არა თანასწორობის უფლების დაცვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?
პასუხი: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.თუკი პირი თვლის, რომ მისი თანასწორობის უფლება ირღვევა ან იზღუდება, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს მათ დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუცია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის მოქმედებას ავრცელებს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზეც. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
„საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ , გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“
კითხვა: რა ვალდებულებები ეკისრება სახელმწიფოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში? და რა ვალდებულებებს აკისრებს პოლიციელს საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დასაცავად?
პასუხი: დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს ეკისრება ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები.
ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს,რომ სახელმწიფო თანასწორად უნდა მოეპყროს თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს.
პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს,რომ სახელმწიფო განსხვავებულად უნდა მოეპყროს არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე.
საქართველოს კანონის „პოლიციის შესახებ“ მე-11 მუხლის თანახმად, პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.

რუბრიკის მომზადება
შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით,
რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით
იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის
მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани