Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
რკონი - ზაფხულში გაცოცხლებული სოფელი (VIDEO)
მდინარე თეძამის ზემო წელში სოფელი რკონი მდებარეობს.
ეს ბოლო დასახლებაა კასპის რაიონის ამ ხეობაში.
მაღლობიდან 20-მდე სახლი ჩანს, ამათგან, ზამთრის პერიოდში კვამლი მხოლოდ ერთი ოჯახიდან ამოდის.
ზაფხულში კი, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, დასახლება შედარებით ცოცხლდება, ბევრი ოჯახი წინაპრის სახლს უბრუნდება.
მომლოცველები კი სამონასტრო კომპლექსისკენ მუდმივად მოძრაობენ.
ქვათახევიდან გზა გაუვალია. ალაგ-ალაგ ნიაღვარს გზა დუხრამავს.
ვერ იფიქრებთ, რომ შიდა ქართლისა და სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელ უძველესდროინდელ მთავარ გზას მიჰყვებით.
თამარის დროინდელ ეპოქის სიდიადეს, მხოლოდ, ციხეები და მონასტრები მიგახვედრებენ.
სოფელ ერთაწმინდამდე ახალი ასფალტია დაგებული, ისიც ეკლესიამდე.
ეკლესიის შემდეგ სოფლის განაპირას ნიაღვარს კლდოვანი გასასვლელი გაუკეთებია. პატარა მანქანას გასვლა უჭირს.
ამის იქით, დაახლოებით 20-25 კმ ქვიანი გზაა. ჩაჩუბეთთან, სადაც უამრავი მიტოვებული აგარაკი დგას, სავალი გზა ისევ დახრამულია.
გზის დიდი ნაწილი ტყის პირს მიუყვება. რამდენიმე ადგილას ფეხით მიმავალი ტურისტი შეგვხვდა.
სოფელ რკონში მდინარის პირზე ავტომანქანების ხელოვნური სადგომია გაკეთებულია. სამონასტრო კომპლექსისკენ კი, სამანქანო გზა აღარ მიდის.
პატარა ხიდით ტურისტები მარცხენა სანაპიროზე გადადიან და სოფლიდან მონასტრამდე თითქმის კილომეტრნახევარს ფეხით გადიან.
ამჯერად, ჩვენი ინტერესი უშუალოდ სოფლის ამბის გაგება იყო.
სკვერთან 80 წლამდე ასაკის მარო ქავთარაძე დაგხვდა. მის შესახებ ლეგენდები დადის.
მას სასულიერო პირები ეკლესიის გასაღებსაც კი უტოვებენ ზამთრის პერიოდში.
ასეთ დროს, ეკლესიის ნახვამდე აუცილებლად მარო ბებო უნდა ნახოთ.
ჩვენ ის თაფლით გაგვიმასპინძლდა. სოფელ მეტეხიდან ახლობლებს სკები მისი სახლის ეზოში დაუდგამთ და ფუტკარზე ზრუნვაც მიუნდვიათ.
სახლში ერთი ძროხა ჰყავს. ამ ძროხის რძისგან დამზადებულ ყველს ჰყიდის. მხოლოდ პენსიით ცხოვრობს.
,,სოციალური დახმარება მქონდა დანიშნული, მაგრამ მომიხსნეს. ამჟამად, პენსიით ვცხოვრობ. პენსიის ასაღებად ჩვენი სოფლის ქვემოთ ახალქალაქში უნდა ჩავიდე. ტაქსი 30 ლარს მართმევს, მე რაღა მრჩება?"- გვეუბნება ქალბატონი.
ამ დროს შევამჩნიეთ, რომ სოფლის განაპირას ბევრი ძროხა ძოვს. ,,აქ ბალახი კარგია. საქონელი საძოვრად ამოჰყავთ და ზაფხულში აქ ინახავენ. ესე იგი, რკონის საქონლისა და ძაღლების კურორტად იქცა, აბა, ადამიანები აქ აღარ ცხოვრობენ" - გვითხრა ქალბატონმა მარომ და გვერდით უკვე თითქმის დაბერებულ ძაღლს ,,ლომას" მიეფერა.
ვიდრე დავბრუნდებოდით, ახალი ამბავიც გვითხრა.
სოფელში მცირე სასტუმროს კასპელი კობა მოსიაშვილი აშენებს. ის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილეა და ვნახეთ, რომ სასტუმროს აშენებაში საძირკველი უკვე ჩაყრილია.
,,კობა ძალიან მაქცევს ყურადღებას. ასევე, ამ ხეობაში ნიკოლოზ ჯავახიშვილის ექსპედიცია დადის ხშირად. ამოვლენ კიდევ ამ დღეებში და მომინახულებენ. ფაქტიურად, მეღა დავრჩი სოფელში. მეორე მარო დეიდაც ავადაა და ნინა ბერძენიც. ალბათ, ჩემი რიგიც მალე მოვა"

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани