Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის აუზი ოქრუაშვილის მეგობრის სასარგებლოდ დააყადაღეს
შიდა ქართლის პროკურატურის შუამდგომლობით გორის სასამართლომ გორის საცურაო აუზი დააყადაღა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

მერიის წარმომადგენლის ცნობით, ქონების დაყადაღების შემდეგ, ქალაქის ბიუჯეტიდან საცურაო აუზისთვის თანხების დახარჯვა უკვე შეუძლებელია.

შუამდგომლობის მომთხოვნი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი გია გიგუაშვილია, რომელსაც 2008 წელს, სწორედ, ოქრუაშვილის მეგობრობის გამო, პროკურატურამ ეს ქონება წაართვა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მერიისგან გორის საცურაო აუზის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს.

ამჟამად, აუზი მერიის ბალანსზეა.

ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ამჟამინდელი მთავარი პროკურორის მოთხოვნით, ქონების გადაცემას ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრისთვის აპირებს.

მერიამ ქონების გადაცემის შესახებ პროექტი საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად დღეს წარუდგინა.

საკრებულოს სხდომაზე ქვორუმი არ შედგა და საკითხი ჩავარდა.

შესაბამისად, საცურაო აუზი ეკონომიკის სამინისტროს ჯერ ვერ გადაეცემა. ეკონომიკის სამინისტრო კი გია გიგუაშვილს აუზს ამ ეტაპზე ,,ვერ დაუბრუნებს".

ქონების გადაცემის შესახებ საკითხს ორშაბათს 8 აგვისტოსაც განიხილავენ.

დღევანდელ საკრებულოს სხდომას ამ საკითხის გამო ბოიკოტი თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა, პარტია ,,ქართული ოცნების" წევრებმა - ვანო ჩხიკვაძემ, ლია ჩლაჩიძემ და პაპუნა კობერიძემ გამოუცხადეს. ოქრუაშვილის მეგობრის სასარგებლოდ აუზის გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგები არიან ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრები - თამარ თედლიაშვილი და დავით წეწვაძე.

ამ ორ მათგან გია გიგუაშვილი საკრებულოს ფოიეში დაუპირისპირდა და ისინი მის წინააღმდეგ განხორციელებულ მიზანმიმართულ კამპანიაში დაადანაშაულა.

გია გიგუაშვილმა აუზი 55 ათას ლარად 2007 წლის ივნისში შეიძინა. ამ დროს ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ერთერთი პირველი პირი იყო. 2007 წლის სექტემბერში ირაკლი ოქრუაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობას" დაუპირისპირდა.

2008 წლის ივლისში კი, მაშინდელი პროკურორის დავით საყვარელიძისა და გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის დავალებით გია გიგუაშვილს პროკურატურაში იბარებენ და ქონებას სახელმწიფოს სასარგებლოდ ათმობინებენ.

საინტერესოა ის გარემოება, რომ თუკი 2007 წელს გია გიგუაშვილმა დაახლოებით 55 ათას ლარად შეფასებული ქონება შეიძინა, ერთ წლის შემდეგ აუდიტმა ამ აუზის ფასი 736 226 ლარად შეაფასა.

,,თავისუფალი დემოკრატების" წევრებს - დავით წეწვაძეს და თამარ თედლიაშვილს აინტერესებთ, თუ როგორ შეიძინა ძვირადღირებული ქონება გია გიგუაშვილმა 2007 წელს?

1997-2004 წლებში გორის საცურაო აუზი იჯარით იყო გაცემული. მოიჯარეებს ოქრუაშვილის გუნდის წევრებმა 2004 წელს  გორის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგეობის სასარგებლოდ ქონება დაათმობინეს.

ოქრუაშვილის გუნდის წევრებმა კი 2007 წელს აუზი აუქზიონზე გაიტანეს. აუზი, როგორც ვთქვით, ოქრუაშვილის მეგობარმა შეიძინა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020