Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხოვლის ,,დაისი" - ივანე ჯავახიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი გრაკლის გზაზე


ერთ საღამოს ივანე ჯავახიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი გრაკლიდან ხოვლეში ფეხით მიდიოდნენ. კომპოზიტორს უცნაური ხმა მოესმა და ივანე ჯავახიშვილს ჰკითხა, - ეს რა ისმისო? სიმღერას რაღაც არ ჰგავსო. მასპინძელმა უპასუხა, შვილმკვდარი მამის გოდებააო.

ორივემ ცოტა ხანში მეურმე დაინახეს. მეურმე გზაზე მიდიოდა და თავის შვილს ტიროდა. იმ საღამოს ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლში, ზაქარია ფალიაშვილმა სევდიანი მუსიკა დაწერა. როიალი დღესაც დგას მუზეუმში.

ერთი ვერსიით, ჯავახიანთ აივანზე ფალიაშვილმა ,,აბესალომ და ეთერის" მონაკვეთი დაწერა, ,,აბესალომ და ეთერის" შემდეგ დაიწერა ,,დაისიც". მუსიკოსები შვილმკვდარი მამის სევდას, სწორედ, ,,დაისის" უვერტურას მიაწერენ. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ზაქარია ფალიაშვილს 11 წლის შვილი უკვე გარდაცვლილი ჰყავდა.

როგორც მუზეუმის წარმომადგენელი გვიყვება, გრაკალი-ხოვლის გზაზე შვილმკვდარი მეურმის გოდება შვილმკვდარი ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი მუსიკის შთაგონების წყარო გახდა.

ივანე ჯავახიშვილი ზაქარია ფალიაშვილს თავის მამულში ხშირად ეპატიჟებოდა ხოლმე. ამ სახლში შაბათ-კვირას მეუღლესთან ერთად ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანთან ერთად ხშირად დადიოდა.

ვანოსა და ანასტასიას დიდი სიყვარულის ისტორიას ხოვლის სახლი ინახავს. მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ანა ბაისონაშვილი ამბობს, რომ პირველად ივანე ჯავახიშვილმა სწორედ ამ სახლში მიიყვანა მეუღლე.

,,ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი არა მარტო მეუღლე იყო ივანე ჯავახიშვილის, არამედ სულიერი მეგობარი. როდესაც ივანე ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი საქონლის ტვინს ყიდულობდა. ერთხელაც ყასაბმა უთხრა, ვინ გყავთ ასეთი უტვინო სახლში, სულ საქონლის ტვინს რომ ყიდულობთო? " - იხსენებს ანა ბაისონაშვილი.

მუზეუმის კედლებზე გამოკრულია ხალხური გამონათქვამი: ,,ციციანთ ქალობა, თარხნიანთ გალობა, ბაგრატიონთ ქონება, ჯავახიანთ გონება"



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020