Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სამართლიანი არჩევნები: ბოლო ერთ თვეში პოლიტიკური ზეწოლის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა
23 აგვისტოს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი.

„რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ცვლილებები აქტიურად ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მხოლოდ 9 აგვისტოდან იკრძალება, მანამდე განხორციელებული ცვლილებებით ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ამოქმედება ძირითადად საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. ეს ფაქტები საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ქმნის საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეს“, - აცხადებს მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების 7 ფაქტი დაფიქსირდა.

„სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგის ანგარიშის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, ცესკოს, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციებით მიმართავს.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიან დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 68 დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.

ანგარიში მოიცავს 17 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს. მასში საუბარია იმ ძირითად ტენდენციებზე, რომლებიც მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა.

მათ შორის ერთ-ერთი არის ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოიმატა საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებმა. ხოლო სამართალდამრღვევებს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ, რაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოსყიდვის ფაქტებზე არაეფექტურ და არადროულ რეაგირებაზე მიუთითებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის შეხვედრებზე დასწრების მიზნით, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება, მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020