Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქეთი მელუა ერმილე მაღრაძის ტიხრული მინანქრის სახელოსნოს ეწვია
ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ერმილე მაღრაძის სახელოსნოში დაპატიჟა.

ტიხრული მინანქრის სახელოსნო სტუმარმა გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელთან თეონა ცირამუასთან და ამავე გუნდის მომღერალთან სოფო მირუაშვილთან ერთად დაათვალიერა.

სახელოსნო გორის მერის ინიციატივით 2015 წლიდან სამხატვრო სკოლასთან გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი ერმილე მაღრაძე საკუთარ სახელოსნოში შეგირდებს ტიხრული მინანქრის დამუშავებას შუასაუკუნეების საქართველოში არსებული ტექნოლოგიით ასწავლი.

სკოლა/სახელოსნო 3 წლის მანძილზე 6-7 კაციან ორ ჯგუფს გამოუშვებს. სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია.

ტიხროვანი მინანქრის ხელოვნება ისტორიული წყაროების მიხედვით, ოქროს დამუშავების სახეობაა, რომელიც დასაბამს II საუკუნიდან იღებს. იგი გავრცელებული იყო საქართველოსა და ბიზანტიაში. XV საუკუნის შემდეგ ტიხროვანი მინანქრის დამზადების ტექნოლოგია იკარგება და ამ ტექნიკით შესრულებული ნივთები აღარ გვხვდება.

ჩვენამდე მოღწეული ტიხროვანი მინანქრის ნიმუშები ერმილე მაღრაძემ შეისწავლა. ოცდაათწლიანი კვლევა-ძიების შედეგად მან აღადგინა ისტორიული, მივიწყებული ტექნოლოგია და დღეს ამ სფეროს ერთ-ერთ დიდოსტატად ითვლება.

გორში მყოფი ქეთი მელუა ქალთა კამერულ გუნდთან ერთად რეპეტიციებს გადის. რეპეტიციების შემდეგ ოქტომბრიდან ქეთი მელუა და ქალთა კამერული გუნდი ევროპის გარშემო საკონცერტო ტურნეს მოაწყობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020