Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
ქიწნისში მმართველი გუნდის მხარდამჭერები ოპონენტებს დაუპირისპირდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში პაატა ბურჭულაძის პარტიის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მედეა აბაშიძეს წინასაარჩევნო
კამპანია ჩაუშალეს.
ამ ფაქტს ის ვიდეომასალა ადასტურებს, რომელიც კანდიდატმა საარჩევნო უბანზე ყოფნის დროს გადაიღო.
მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა - ნიკოლოზ ბიბილაშვილმა და გია ხოხაშვილმა - მაჟორიტარობის კანდიდატს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
კადრების მიხედვით, პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებს შეხვედრის ჩატარება ჩაუშალეს.
ვიდეო მედეა აბაშიძემ მას შემდეგ გადაიღო, როდესაც მის შვილს სამი პიროვნება ფიზიკურად გაუსწორდა.
,,როდესაც მოსახლეობას ვესაუბრებოდი, ხმაური ატყდა. დავინახე, რომ ჩემი შვილი ძირს გდია და სამი პიროვნება სცემს. მათ შორის, ვინმე ბიბილაშვილი. ესენი არიან მმართველი გუნდის კანდიდატის თემურ ხუბულურის ზონდერები. სწორედ, ეს პიროვნებები სხვა დროსაც შემჩნეულნი არიან მსგავს ქმედებებში" - ამბობს მედეა აბაშიძე.
მაჟორიტარობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი პარტიის რაიონულ ორგანიზაციის ოფისთან ქიწნისიდან დაბრუნების შემდეგ გამართა. მან საარჩევნო ხელშეშლის ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა ჟურნალისტებს გადასცა.
როგორც ირკვევა, ერთსაათიანი ინტერვალის დაშორებით, პაატა ბურჭულაძის კანდიდატსა და მმართველი გუნდის წარმომადგენელს შორის, ამომრჩეველთან შეხვედრები იყო დაგეგმილი.
,,ჩვენ უბნებზე სულ ორი მანქანით დავდივართ. ადგილზე მისულებს ქართული ოცნების აქტივისტებიც დახვდნენ. პირდაპირ მოითხოვეს, რომ შეხვედრა გაგვეუქმებინა, რადგან იმ დღით თემურ ხუბულურს ჰქონია შეხვედრა დანიშნული." - განმარტავს მედეა აბაშიძე.
,,მოსაკლავია" - ვიდეოში ასეთი ფრაზა ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერისგან ისმის. პიროვნება, რომელმაც ეს ფრაზა თქვა, მედეა აბაშიძის თქმით, ნიკოლოზ ბიბილაშვილის ძმაა.
,,ქართული ოცნების" შტაბის უფროსი ნოდარ მეტრეველი ნიკოლოზ ბიბილაშვილისგან პოლიტიკური ოპონენტის ცემის ფაქტს გამორიცხავს. ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა, პირად საუბარში გვითხრა, რომ სავარაუდოდ ავთანდილ ჩხეიძეს (მედეა აბაშიძის შვილს) ადგილობრივი მცხოვრებლები გაუსწორდნენ. ,,ქართული ოცნების" შტაბში ქიწნისიდან დაბრუნებულებმა გვითხრეს, რომ ავთანდილ ჩხეიძემ ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის თემურ ხუბულურის მიმართ შეიგინა.
შეგინების ფაქტს მედეა აბაშიძე მოგონილს უწოდებს. მას მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები მოგონილი ფაქტით მისი შვილის ცემის ფაქტის გამართლებას ცდილობენ.
კადრებში კი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს წარმოუდგინეს, ძირითადად, შტაბის წევრები ჩანან. ადგილობრივებს შორის ქიწნისის ყოფილი გამგებელი (2002 წლამდე) გია ხოხაშვილი აქტიურობს. გია ხოხაშვილი ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ,,ქართული ოცნების" შტაბში ნიკოლოზ ბიბილაშვილთან შეხვედრა სცადა. დღის განმავლობაში არც თემურ ხუბულური და არც ნიკოლოზ ბიბილაშვილი არ გამოჩენილან. ოფიციალური კომენტარი მხოლოდ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი კობახიძემ გააკეთა. მან ქიწნისში მომხდარი ფაქტი პროვოკაციად შეაფასა და პირობა დადო, რომ ხელისუფლება მომავალშიც პროვოკაციის თავიდან აცილებას შეძლებს.
რატომ მოუწოდებდა სპორტსმენი ნიკოლოზ ბიბილაშვილი პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებას, ამის გარკვევას, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მისგან მომავალშიც შეეცდება.
ის იმ სკანდალური ვიდეოშიც ფიგურირებს, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჯერ კიდევ გასულ წელს 2015 წლის 9 მაისს გაავრცელა. 9 მაისს თავისუფალი ზონის წევრებმა სტალინის ბაღში ოკუპაციის აღმნიშნელი ბანერი დადგეს. ამ დროს ,,თავისუფალი ზონის" წევრებთან ნიკოლოზ ბიბილაშვილი, ნუგზარ ბადაშვილი, გიორგი გოგიჩაიშვილი, რატი საბანაძე და სხვები მივიდნენ. ბანერის აღება სცადეს, რასაც ზონის წევრებთან ჩხუბი მოჰყვა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани