Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუშაობას ეკლესიასთან ერთად გააგრძელებს
დღეს, მცხეთაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივ
აქტივთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, დიმიტრი ხუნდაძე პარალელურად პარტიულ სიაში მოხვდა, თუმცა, როგორც ხუნდაძე აცხადებს, მას სიაში მოხვედრა არ სურდა.
დიმიტრი ხუნდაძე ყურადღებას იმ პროექტებზე ამახვილებს, რომელიც 2012 წლამდე ყოფილი ხელისუფლების პერიოდში დაიწყო და ამჟამად შეჩერებულია. ამის თაობაზე, ჯერ კიდევ, მოქმედი დეპუტატი განმარტავს, რომ ამ ,,დაპაუზებული" პროექტების წყალობით, იუსესკომ მცხეთა, თავის დროზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევის შემთხვევაში კანდიდატი ამ პროექტების გაგრძელებას მაინც არ გეგმავს.
მცხეთასთან დაკავშირებულ მოვლენებზე გთავაზობთ განცხადების სრულ ვერსიას:
„დღეს გამოქვეყნდა პარტიული სიები. მიუხედავად იმისა, რომ მე ვთხოვე ჩემს პოლიტიკურ გუნდს, არ შევეყვანე პარტიულ სიაში, მათ არ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა. ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ჯანდაცვა ერთ-ერთი წარმატებული დარგია საქართველოში. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს დაფასებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს. ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს მე და ჩემს თანამებრძოლებს. გპირდებით, გაათმაგებული ენერგიით ვიბრძოლებთ, რათა მცხეთას ჰყავდეს ხალხზე და არა საკუთარ ბიზნეს-ინტერესებზე ორიენტირებული მაჟორიტარი დეპუტატი.
დღეს, მსურს ჩემს გუნდთან ერთად, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივი პოლიტიკური სახეებით: ქალაქ მცხეთის მერის, მცხეთის თემის გამგებლის, ქალაქისა და თემის საკრებულოს თავმჯდომარეების, ორივე საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეების, ორივე საკრებულოს უმრავლესობის, 23 დეპუტატის სახით, მცხეთის ახალგაზრდული ორგანიზაციასთან და პარტიულ აქტივთან ერთად, გავაკეთო ოფიციალური განცხადება:
-საარჩევნო კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან მცხეთა გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით. ეს ბუნებრივია, რადგან მცხეთა წლების მანძილზე დახლზე იყო შემოდებული და მიდიოდა გაუთავებელი ვაჭრობა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში 2012 წლამდე გაყიდულია მცხეთის 4,5 მილიონ კვადრატზე მეტი მიწა, რომელიც სულ რამდენიმე პირზეა გასხვისებული. ის, რაც ყველაზე ძვირად ფასობს მცხეთასა და მცხეთის რაიონში. მცხეთა ეკუთვნოდა მხოლოდ ჩინოვნიკებს და არა ხალხს.
ქალაქ მცხეთაში, წინა ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა ისეთი პროექტები, რის გამოც მცხეთა იუნესკომ კულტურული ძეგლების სიიდან ამოიღო.
დღეს მცხეთა, როგორც კულტურული ძეგლი დაუბრუნდა იუნესკოს ნუსხას. ეს იყო ეკლესიის და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის და ბრძოლის შედეგი.
მცხეთა წმინდა დედაქალაქი - მეორე იერუსალიმი - დღეს გადარჩა, მაგრამ ჩვენ გვაღელვებს ხვალინდელი დღე. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოპონენტი, ნაცმოძრაობის სახე ცეზარ ჩოჩელი მოსახლეობას პირდება იმ პროექტების განხორციელებას, რის გამოც მცხეთა იუნესკომ სიიდან ამოიღო.
ეს არის ხიდი, რომელიც დააკავშირებდა მცხეთის ცენტრალურ მაგისტრალს სვეტიცხოველთან, გამწმენდი კოლექტორი, რომელიც იყო ფუნქციურად გაუმართავი და ასევე, იუსტიციის სახლი და ა.შ. ეს არის ის „დაპაუზებული“ პროექტები, რომელიც ჩვენ, მათ შორის მეც შევაჩერეთ, რომლის შეჩერებაზეც იბრძოლა ეკლესიამ, იუნესკომ და საზოგადოებამ.
დღეს, საპატრიარქოს ტელევიზიის საშუალებით კიდევ ერთხელ გაკეთდა განმარტება მცხეთასთან დაკავშირებით, რომელსაც სრულად ვეთანხმებით. ჩვენი პოზიციაც სწორედ ეს არის, რომ არ დავკარგოთ ხელახლა მცხეთა, ეკლესიის სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ უაზრო და უგუნური პროექტებით. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ხიდს, ოღონდ უძველეს საცალფეხო ხიდს, რომელიც აკავშირებს სვეტიცხოველს ჯვრის მონასტერთან.
ჩვენ ვიმუშავებთ ეკლესიასთან, ქართველ მეცნიერებთან, იუნესკოსთან და რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ისე, რომ მცხეთამ არ დაკარგოს განვითარების პერსპექტივაც.
ორშაბათს, 12 სექტემბერს დაგეგმილი გვაქვს მცხეთის განვითარებასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვა ეკლესიასთან, მეცნიერებთან და მცხეთელებთან ერთად, სადაც განვიხილავთ ყველა საკითხს და წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მცხეთაში. სწორედ ამ საფრთხეების გამო, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს მცხეთა, მცხეთის პარტიული აქტივი ვაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას მცხეთის გადასარჩენად. გპირდებით, მცხეთა არასდროს აღარ დაბრუნდება წარსულში. მცხეთა არის წმინდა ქალაქი და თითოეული ჩვენგანი დავიცავთ სიცოცხლის ფასად!“ - ნათქვამია განცხადებაში.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани