Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთა არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა (R)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჯორიტარობის
კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის მომავალი
განვითარების პრობლემატიკაზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მერი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მთავარი არქიტექტორი, ადგილობრივი მცხოვრებლები, მცენიერები, მეუფე დავითი (ალავერდელი), სამთავროს ტაძრის სასულერო პირები.
შეხვედრაზე ისაუბრეს მცხეთაში 2012 წლამდე განხორციელებულ პროექტებზე, რის გამოც მცხეთა იუნესკო-მ კულტურული ძეგლების სიიდან ამოიღო, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს სტატუსი აღდგენილია.
„მცხეთა არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და მასზე თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. რაც ხორციელდებოდა მცხეთაში, აღარასდროს აღარ განმეორდება. მცხეთელებს ვპირდები, რომ ის შეუსაბამო პროექტები, მაგალითად ხიდი, კანალიზაციის კოლექტორი, რომლის გაკეთებაც საბედნიეროდ სააკაშვილმა ვეღარ მოასწრო, მომავალში არც კი განიხილება”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მუშაობის შედეგია, რომ მცხეთა იუნესკო-ს კულტურული ძეგლების სიაში დაბრუნდა. „ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა და ამ პროგრამის ერთ-ერთი პროექტი არის საფეხმავლო ხიდის აღდგენა, რომელიც მე-4 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე სვეტიცხოველს ჯვრის მონასტერთან აკავშირებდა. ეს ხიდი ხელს შეუწყობს რელიგიური ტურიზმის განვთარებას მცხეთაში. როდესაც საპატრიარქოში ეს პროექტი გამაცნეს, ძალიან მომეწონა. ვპირდები მცხეთელებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე დღიდან, თუ მე კვლავ არჩეული ვიქნები, ეს პროექტი, სხვა პროექტებთან ერთად, აუცილებლად განხორციელდება. მცხეთა არასოდეს აღარ დაბრუნდება წარსულში. მას მიეცემა როგორც განვითარების პერსპექტივა, ასევე შევინარჩუნებთ ძველ ღირსებას”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასთან, როგორც მეუფე დავითმა (ალავერდელი) აღნიშნა, საუბარი არ არის იმაზე, რომ მცხეთა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ადგილსამყოფელი უნდა იყოს, პირიქით, მცხეთაში განსახოეცილებელ ყველა პროექტს პროფესიონალიზმით და დიდი ოსტატობით უნდა მიდგომა.
„დიმიტრი ხუნდაძემ გვიჩვენა პროექტები, რომელიც უკვე აშენებულია ამ ქალაქში. სწორი გადაწყვეტაა, ყველა დიდი პროექტი გატანილია ძველი მცხეთიდან, არ დაირღვეულა კულტურული ძეგლის სახე და ქალაქსაც დიდი განვითარების პერსეპქტივა მიეცა. სწორედ ასე უნდა გაგრძელდეს. ვიმედოვნებთ, რომ ის პროექტები, რომელიც შეჩერდა 4 წლის წინ, არასოდეს აღარ აღსდგება, რადგან ამ პროექტებმა ჩვენ მცხეთა დაგვაკარგვინა. ჩვენი ეკლესიის და ხელისუფლების მონდომებით, მცხეთა დაუბრუნდა იუნესკო-ს ნუსხას, თუმცა ბრძოლა მცხეთის გადასარჩენად გრძელდება. შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ყველაზე აღმატებულია ის, რასაც ჩვენს შთამომავლობას დავუტოვებთ“,-აღნიშნა შეხვედრაზე მეუფე დავითმა (ალავერდელი).

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани