Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
ცესკოს პოტენციურ ამომრჩეველთა სიები გადაეცა
დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები
მიმდინარე წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით გადაეცა. სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის გადაცემულ სიაში 3
577 375 პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც
საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ისე
საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც
საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ.
პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის გადაცემას ცესკო-ში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე და მისი მოადგილე მამუკა სამხარაძე პირადად ესწრებოდნენ. სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ უმასპინძლეს.
აღსანიშნავია, რომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დახვეწისა და დაზუსტების მიზნით იუსტიციის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია, ინტენსიურად მუშაობს.
„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“ 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში, ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა. პროექტი მიზნად ისახავდა სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.
საარჩევნო კოდექსში 2014 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა სიის ერთ-ერთი დამატებითი რეკვიზიტია ამომრჩევლის ფოტოსურათი. შედეგად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო უბნებზე კვლავ ფოტოსურათიანი სიები ექნება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; კერძოდ, 1 958 961 მოქალაქეზე გაიცა ახალი პირადობის მოწმობა, რომელთაგან 1 107 108 პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 931 136). მოქალაქეები გათავისუფლდნენ ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისაგან. ამ ღონისძიებების შედეგად 2016 წლის არჩევნებისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 452 496 ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, გაუყალბებელი და ბიომეტრიული მონაცემია.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани