Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება
მიწის რეგისტრაციის რეფორმამ, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო,
რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გაამარტივა და ამ პროცესში
არსებული ბარიერები მოხსნა.
მიწის რეგისტრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნეოვანია საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტით შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე ახორციელებს. სტანდარტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შემუშავდა. რეფორმის შედეგად, გარდა ბარიერების მოხსნისა, ამზომველსა და მოქალაქეს შორის პასუხისმგებლობაც გაიმიჯნა:
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი.
აღსანიშნავია, რომ რეფორმის დაწყებამდე არასწორად ან ხარვეზებით შედგენილი აზომვითი ნახაზი მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შემაფერხებელი მიზეზი ხშირად ხდებოდა.
ახალი სტანდარტისა და დეტალური სპეციფიკაციის დახმარებით, რომელიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა www.napr.gov.ge განთავსებული, ამზომველებმა ზუსტად იციან, როგორ აზომონ ნაკვეთი ცდომილების გარეშე და შეადგინონ სრულყოფილი ნახაზი. აღნიშნულ სიახლეს მინიმუმამდე დაჰყავს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკი.
აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში შესრულებული აზომვითი ნახაზის საფასურს საამზომველო კომპანიებს სახელმწიფო უნაზღაურებს. პროცედურა კი ასეთია: მოქალაქეებმა, რომლებსაც მიწის რეგისტრაცია სურთ, აზომვითი ნახაზისთვის მათი რაიონის ყველაზე კომპეტენტურ ამზომველს უნდა მიაკითხონ; აუხსნან, თუ რისი რეგისტრაცია სურთ და აჩვენონ საბუთები, რომლებიც მიწის ნაკვეთზე მათ საკუთრებას ადასტურებს. შემდეგ კი საჭიროა, ამზომველისგან ნახაზის მომზადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა მოითხოვონ, შეავსონ და მას ხელი ამზომველთან ერთად მოაწერონ.
მომდევნო ეტაპზე მოქალაქემ ამზომველს მიწის ნაკვეთი ადგილზე უნდა აჩვენოს და ზუსტად მიუთითოს, სად მდებარეობს მისი ნაკვეთი; დათქმულ დროს მიაკითხოს მას, ხელზე აიღოს აზომვითი ნახაზი, დისკი და სამუშაოს შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმოს, ამზომველს კი ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის მონაცემები გამოართვას.
უფლების დამდგენი საბუთი, აზომვითი ნახაზი და ყველა დანარჩენი დოკუმენტი - ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და ამზომველის საბანკო ანგარიშის მონაცემები - მოქალაქემ საჯარო რეესტრში უნდა ჩააბაროს. თუ მისი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება, საჯარო რეესტრი ყველა საჭირო საბუთს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში თვითონ გადააგზავნის. შედეგად, ამზომველს გაწეული სამუშაოს ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ანგარიშზე ჩაერიცხება.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტით შესრულებასთან დაკავშირებით რეგიონებში მოქმედ საამზომველო კომპანიებთან საკონსულტაციო შეხვედრებიც გამართეს. ამ შეხვედრებზე ნებისმიერ ამზომველს საშუალება ჰქონდა, აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მისთვის მოსახერხებელ ქალაქში მიეღო. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო რეესტრის თანამშრომლები მათ ნახაზის შედგენის წესთან დაკავშირებით ტრენინგსაც უტარებდნენ. ამ დრომდე საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში 318 ამზომველმა გაიარა კონსულტაცია. თანამშრომლობა საჯარო რეესტრსა და საამზომველო კომპანიებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.
დაინტერესებულ მოქალაქეებსა თუ საამზომველო კომპანიებს მიწის რეგისტრაციის შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება ცხელ ხაზზე 2 405 405, ელექტრონული ფოსტითა This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it და საჯარო რეესტრის facebook-ის ოფიციალური გვერდის დახმარებით შეუძლიათ.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани