Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
ორგანიზაცია ,,სასოფლო დარბაზს" უბნებზე 50 დამკვირვებელი ეყოლება
შიდა ქართლის მაჟორიტარულ საარჩევნო კომისიებში, 8 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებითვის, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია და ოთხი
მედიასაშუალება დარეგისტრირდა.
მონაცემები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის საარჩევნო კომისიებიდან გამოითხოვა.
გორის #41 მაჟორიტარულ ოლქში აკრედიტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მომავალი ინიციატივა“ სამი დამკვირვებლით და „ქალათა დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტმა“ 31 დამკვირვებლით გაიარეს.
ორი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. მაგალითად, „ხაშურის სასოფლო დარბაზს“ 50 დამკვირვებელი ეყოლება, ხოლო „ქალთა ასოციაციას“ 47 დამკვირვებლი.
„ქალთა ასოციაციის“ წარმომადგენელი გვეუბნება, რომ მისი ორგანიზაცია დამოუკიდებელია, რომელიც ყველანაირ პარტიულ ჯგუფებთან გამიჯნულია. ,,ქალთა ასოციაციის“ დამკვირვებლები არჩევნებს მოხალისეობრივად დააკვირდებიან.
„რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა დამირეკა და თანხის სანაცვლოდ უბნებზე ჩვენი ორგანიზაციის სახელით პარტიის წარმომადგენლების დამკვირვებლებად ჩასმა შემომთავაზა. ცხადია უარი ვუთხარი, გვირჩევნია მოხალისეობრივად ვიმუშაოთ, ვიდრე რომელიმე პარტიასთან ვასოცირდებოდეთ.“
ხაშურში ,,სასოფლო დარბაზის“ ხელმძღვანელი სოსო ბუაძეა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიამდე ხაშურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, შემდეგ კი გამგებლის მრჩევლად მუშაობდა.
ორგანიზაციის სტრატეგია და მისია წარმოადგენს სოფლად მცხოვრები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ხელშეწყობას და მისი ინტერესების დაცვის, სოციალურ- ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესების და სასოფლო ტერიტორიების გაუმჯობესებისა და სასოფლო ტერიტორიების დაცვას. სასოფლო დარბაზები შექმნილია საქართველოს 120 მუნციპალიტეტში, თანამშრომლობს როგორც კერძო და სამოქალაქო სეტორთან, ასევე, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
ხაშურში არჩევნებს დააკვირდება ასევე გაზეთი „ხაშურის მოამბის“ წარმომადგენლები. გაზეთს მუნიციპალიტეტის ,,აიპი“ (არაკომერციული ორგანიზაცია) გამოსცემს. 2016 წელს გამოცემამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუფსიდიის სახით 39 700 ლარი მიიღო. ადგილობრივ გაზეთს არჩევნებზე სამი დამკვირვებელი ეყოლება.
ქარელის 33-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გაზეთი „ქარელის მოამბე“ ერთი დამკვირვებლით დარეგისტრირდა. ხაშურის მსგავსად გამოცემა მუნიციპაკლიტეტის დაფინანსების ქვეშაა. გაზეთმა 2016 წელს მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 200 ლარი მიიღო.
რაც შეეხება კასპს. კასპის 30-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი მედიასაშუალება დარეგისტრირდა. ადგილობრივი გამოცემა „ახალი განთიადი“ და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
შ.პ.ს „ახალი განთიადის“ 100% წილს მუნიციპალიტეტი ფლობს, 2016 წელს გამოცემამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მომსახურების სახით 4 900 ლარი მიიღო.
გაზეთი საპარლამენტო არჩევნებს ხუთი წარმომადგენლით დააკვირდება. რედაქცია განთავსებულია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება (სადამფუძნებლო დოკუმენტი) რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა; საქართველოს პარლამენტის წევრისა; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა; ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა; მოსამართლისა; საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა; პროკურატურის თანამდებობის პირისა; საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა; საარჩევნო კომისიის წევრისა.
დამკვირვებელს უფლება აქვს თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას - კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის დღემდე პერიოდს, კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდს;

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани