Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ღვინის ექსპორტიორ ქვეყნების ხუთეულში რუსეთი და ჩინეთი ლიდერობს
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები

ბოლო ათი თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში რუსეთი და ჩინეთი ლიდერობს, შემდეგ მოდის უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი.

ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

ხუთეულში შემავალი ქვეყნების წილი გატანილ ბოთლების რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

რუსეთი (20 531 892 ბოთლი), ჩინეთი (4 307 825), უკრაინა (4 212 110) , ყაზახეთი (3 019 147) და პოლონეთი (1 819 542).

2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 37%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 14%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის პროცენტურლი მატება შეინიშნება, როგორც ჩინეთის, უკრაინისა და ბელორუსის ქვეყნებში, ასევე ევროპის ბაზარზეც.

ჩინეთში - 138%-ით (4 307 825 ბოთლი), უკრაინა - 64%-ით (4 212 110), ბელორუსი - 57%-ით (931 602), დიდი ბრიტანეთი - 47% - ით (74 188), პოლონეთი - 44% - ითხ (1 819 542), რუსეთი - 40% -ით (20 531 892), ესტონეთი - 33% - ით (516 048), ყირგიზეთი - 17% -ით (202 666), იაპონია - 12%-ით (141 774), აშშ - 12%-ით (234 616), გერმანია - 11% - ით (234 422), კანადა 7% - ით (157 860), ლატვია 6% - ით (978 762) და სხვა.

ამასთან, გასულ 10 თვეში, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 129 158 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 10 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 28,2% შეადგინა.


ინფორმაციისთვის:

2016 წლის 10 თვის მონაცემების შედარება 2012 წლის 10 თვესთან:
ღვინის ექსპორტი

2016 წ. - 38 392 510 ბოთლი
2012 წ. - 13 373 826 ბოთლი
ზრდა - 187%

თანხაში:
2012 წ. – 57, 5 მლნ აშშ დოლარი
2016 წ. – 88,3 მლნ აშშ დოლარი
ზრდა - 53%


ბრენდის ექსპორტი
2012 წ. – 4 694 304 ბოთლი
2016 წ. - 7 129 158 ბოთლი
ზრდა - 51%

თანხაში:
2012 წ. – 14 მლნ აშშ დოლარი
2016 წ. – 16,3 მლნ აშშ დოლარი
ზრდა - 17%

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020