Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
პოლიცია წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ,,ჭკვიან კამერებს" დაამონტაჟებს
ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი განხორციელდება.


ამ მიზნით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლებმა, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა პროექტის განხორციელების პროცესში თავიანთი შესაძლებლობები განიხილეს და ერთობლივ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.

პროექტის სახელწოდებაა - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“.

იგი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, დაიწყო.

პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს, რომელიც 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიხსნა და შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს.

ამ პროექტის განხორციელებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართვას.

აღნიშნული პროექტის მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალურ დროში მოხდება დანაშაულზე და სამართალდარღვევებზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაიზრდება უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი, მკვეთრად შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020