Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროკავშირის შესახებ ,,ფორტ-ბოიარდი" გორის ციხეზე ითამაშეს
ქალაქ გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გორის ციხეზე ფორტ-ბოიარდი ითამაშეს.

პროექტი ევროკავშირის შესახებ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უკავშირდება.

მისი ავტორი, პედაგოგი ლელა წურწუმია ამბობს, რომ ამ ახალი, ინოვაციური მეთოდით, მოსწავლეებს, ევროკავშირის ისტორიის, ღირებულებების და სისტემის შესახებ მიღებული თეორიული ცოდნა უკეთ ამახსოვრდებათ.

ამავე სკოლის პედაგოგის, ალა სამანიანის განცხადებით, თამაშის შესახებ სპეციალური ვიდეორგოლი მომზადდება„. ვიდეორგოლი სხვა დაინტერესებული პირებისთვის, თამაშით სწავლების პრინციპის შესახებ, სახელმძღვანელოს სახით გამოქვეყნდება.

მისი აზრით, ნებისმიერი საჯარო სკოლისთვის ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება დიდ რესურს მოითხოვს, თუმცა, შემაჯამებელი აქტივობისთვის პროექტი მნიშვნელოვანი და მისაბაძია.

პროექტში 22 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც, თავდაპირველად, სკოლაში აქტივობების მიხედვით, შეირჩნენ.

მათ 9 დავალება უნდა შეესრულებინათ. თითო დავალების შესრულების შემდეგ მოიპოვებდნენ ერთ მიმანიშნებელ სიტყვას.

მიმანიშნებელი სიტყვებით უნდა გამოეცნოთ საკვანძო სიტყვა. ამ შემთხვევაში მთავარი საკვანძო სიტყვა, რომელიც უნდა გამოეცნოთ, იყო - ,,პარტნიორობა" - ევროკავშირის ქვეყნების ურთიერთობის ერთერთი მთავარი პრინციპი.

მის გამოსაცნობად მოსწავლეებმა სხვადასხვა სირთულის დავალების შესრულების თუ კითხვებზე პასუხების გაცემით, მოიპოვეს შემდეგი მიმანიშნებელი სიტყვები - ევროკავშირი, ერთიანობა, კომუნიციკაცია... კითხვები კი, ასეთი შინაარსის იყო - როდის დაარსდა ევროკავშირში? დაასახელეთ ბოლო 6 ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა; რა მითები და რეალობა არსებობს ევროკავშირის შესახებ და ა.შ.

მოსწავლეებმა სირთულეებიც გადალახეს და კითხვებზე პასუხიც გასცეს. მოიპოვეს მიმანიშნებელი სიტყვები და საკვანძო სიტყვაც გამოიცნეს. მათ ბონუს ქულაც გამოიყენეს. ბრძენკაცთან ერთი მოსწავლე საკვანძო სიტყვის პირველი ასობგერის გამოსაცნობად გაგზავნეს.

საკვანძო სიტყვა თამაშის ბოლოს სპეციალურად მომზადებულ დაფაზე გამოსახეს. საკვანძო სიტყვა 11 ასობგერიანი აღმოჩნდა. გუნდში კი, 13 წევრი იყო.

დავალების ვერ შესრულების შემთხვევაში, გუნდი კარგავდა წევრებს, რომლებიც დილეგში იკეტებოდნენ. მათ გათავისუფლებას კი, ცალკე დავალების შესრულებულა ჭირდებოდა. იმ შემთხვევაში თუ გუნდში 11 წევრზე ნაკლები დარჩებოდა, საკვანძო სიტყვას დაფაზე ფეხზე დგომით ვერ გამოსახავდნენ, რადგან არ ეყოლებოდათ იმდენი წევრი, რამდენი ასობგერაც საკვანძო სიტყვას ჭირდებოდა.

ამიტომ, გუნდის ერთერთი მთავარი მიზანი იყო დავალება წარმატებით შეესრულებინათ, რომლის წუთებსაც ქვიშის საათი აკონტროლებდა. ერთიანობა შეენარჩუნებინათ და წევრები არ დაეკარგათ.

პროექტის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში მოეწყობა. თითქმის ერთსაათიანი თამაშის ვიდეორგოლიც პრეზენტაციის დროს იქნება ნაჩვენები.

აქტივობა განხორციელებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პროექტის „საქართველოს ევროინტეგრაცია: მასწავლებლების როლი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში“ - ფარგლებში, ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს სკოლის მასწავლებლების და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

 


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020