Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
როგორ ვიცავთ თავს რუსული პროპაგანდისგან?
მოსახლეობის თითქმის ნახევარი (45%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს - ასეთი შედეგი აჩვენა „ევროპის ფონდის“ მიერ 2015 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნიშანდობლივია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსული რბილი ძალის სტრატეგია ოპონენტების შესახებ დეზინფორმაციისა და მითების გავრცელებას გულისხმობს.

კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის 2015 წლის მონაცემებით, უცხოურ არხებს რესპონდენტთა 48% უყურებს. მათ შორის მაყურებელთა დიდი ნაწილი რუსული არხების მომხმარებელია.

„მედიის განვითარების ფონდის" 2016 წლის ანგარიშით, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი დეზინფორმაციულ გზავნილებზე საჯარო კომუნიკაციის მექანიზმებს არ იყენებს. კომუნიკაციის სტრატეგია კი უფრო მეტად არის ფოკუსირებული კეთილდღეობასთან დაკავშირებული გზავნილების კომუნიკაციაზე, ვიდრე იმ საერთო ღირებულებებზე, რომელსაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა ეფუძნება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ანტიდასავლური გზავნილების ხშირად გამეორება ეფექტს უკარგავს მთავრობის ძალისხმევას - სხვადასხვა საშუალებით გაავრცელოს სწორი ინფორმაცია.

კვლევების მიხედვით, ჰიბრიდულ ომში, რომელსაც რუსეთი რუსულენოვან სამყაროზე გავლენის მოხდენის მიზნით იყენებს, სხვადასხვა მედიაპლატფორმებია ჩართული.

ახერხებს თუ არა ხელისუფლება ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების შესახებ დეზინფორმაციასთან ეფექტიან ბრძოლას და რამდენად საკმარისია ძალისხმევა, რომელსაც ის იჩენს? არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გამოწვევებთან გასამკლავებლად ხელისუფლებას კომპლექსური მიდგომა და ერთიანი ხედვა არ გააჩნია.

რამდენად ძლიერია ევროინტეგრაციის მხარდაჭერა

„ევროპის ფონდის“ მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირი დემოკრატიასთან ასოცირდება, თუმცა ამავდროულად დინამიკა აჩვენებს, რომ „2013-დან 2015 წლამდე 15%-ით გაიზარდა იმ ქართულენოვანი მოსახლეობის წილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს”. ფონდის განცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლების ცოდნა ევროკავშირის შესახებ ჯერ კიდევ მწირია და მათ არასწორად ესმით ევროკავშირის მიზნები და ინტერესები.

იხ. უფრო ვრცლად

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020