Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
შსს: ,,პენსიონერების ხელწერილები გამომძიებელს ბრალდებულის ადვოკატმა მიუტანა"
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ მეჯვრისხევში პენსიონერების მიერ პოლიციის გამომძიებლის მიხეილ მთვარელიძის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმაურება.

სამინისტრო განმარტავს, რომ 49 ხელწერილი პოლიციაში ბრალდებულის ადვოკატმა მიიტანა. ამ ,,ხელწერილების" მიხედვით, ირაკლი იარდალაშვილს ბრალი მხოლოდ 2 პენსიონერის თანხის მითვისებაზე წაუყენეს.

დანარჩენი 49 პენსიონერი კი, ,,ხელწერილების" მიხედვით, ირაკლი იარდალაშვილს ,,არ უჩივიან".

პენსიონერები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ ხელწერილები პოლიციის შენობაში გამომძიებელმა მიხეილ მთვარელიძემ დააწერინა. მასთან ისინი მიკროავტობუსით ბრალდებულის ოჯახის წევრებმა მიიყვანეს, რასაც დეტალურად ყვებიან.

შსს: ,,ირაკლი იარდალაშვილი დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენების ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ს 220 -ე მუხლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

,,რაც შეეხება გამომძიებელ მიხეილ მთვარელიძეს, მან აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს მან, საქმის წარმოების პროცესში, პენსიონერებს ხელწერილები ჩამოართვა, სიმართლეს არ შეესაბამება. საქმეში არსებული ხელწერილები ბრალდებულ ი. ი.-ს ადვოკატმა შეაგროვა. აღნიშნულ ხელწერილების თანახმად, 49 პენსიონერს ი.ი.- სთან პრეტენზია არ ჰქონდა."

,,ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს გამომძიებლის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდა. საგამოძიებო პროცედურების თანახმად, გამომძიებელი მოწმეებს, გამოკითხვის დაწყებამდე, მხოლოდ მათ უფლება-მოვალეობებს აცნობს." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

რამდენად სიმართლეს შეესაბამება შსს-ს განცხადება ადვოკატის მონაწილეობის შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გადაამოწმებს.

იხ. ჟურნალისტური მოკვლევა:

მეჯვრისხევში 53 პენსიონერის თანხა დაიკარგა - პოლიციაში შედგენილი ჩვენებები სადავო ხდება


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020