Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი და თანამონაწილე 25 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

ხოლო თანამონაწილეობის ბრალდებით, 25 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ამის შესახებ განცხადებას საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, აღნიშნულ პირებს ჩამოწერილი მედიკამენტები კვლავ ქსელში გაჰქონდათ.

უფრო კონკრეტულად, საქართველოში მოქმედ და ავტორიზებულ აფთიაქებში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის მოთხოვნის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“-ს მიერ ხორციელდება აფთიაქის დაჯარიმება ადმინისტრაციული წესით.

სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ავტორიზებული ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სისტემატურად აგრძელებდნენ მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის გარეშე რეალიზაციას მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“-ს მიერ დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქების ხელმძღვანელი პირები არ იხდიდნენ დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას და უკვე არსებული საჯარიმო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მათთან დაკავშირებული ცალკეული პირების სახელზე, უმეტეს შემთხვევაში იმავე სავაჭრო ობიექტზე არეგისტრირებდნენ ახალ შპს-ებს, რომელთა სახელზედაც თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, გადაჰქონდათ დაჯარიმებული აფთიაქების ქონება და სასაქონლო მარაგები.

შესაბამისად, დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები ჯარიმის გადახდის გარეშე, ახალი შპს-ების სახელით, მასშტაბურად აგრძელებდნენ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვას, იგივე თანამშრომლებითა და აქტივით, იმავე მისამართებზე.

ბრალდებულებმა სხვადასხვა პირის სახელზე რეგისტრირებული 53 ავტორიზებული აფთიაქების გამოყენებით, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებით, თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდას, ხოლო მათ მიერ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების დადების გზით, გადამალული ქონების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 4 639 234 ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის IV ნაწილით და II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რათა გამოვლენილ იქნას სხვა ორაგანიზებული ჯგუფები და აღიკვეთოს მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020