Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
სამშვიდობო მისიისას დაჭრილი სამხედროების თანხიდან 10 481 დოლარი გაიფლანგა
სამხედრო პოლიციამ, ISAF -ის პროგრამის ფარგლებში, ავღანეთის
სამშვიდობო მისიისას დაჭრილი სამხედროებისთვის საკომპენსაციო თანხის
მითვისების ფაქტი გამოიძია.
თავდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურმა მოკვლევა 2016 წლის ივლისში დაასრულა.
აუდიტის სამსახურის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაფლანგული თანხა კვლავ არ აქვთ ბიუჯეტში დაბრუნებული.
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის საფინანსო-სამმართველოს უფროსი ფიგურებენ.
საქმე იმაშია, რომ სამშვიდობო მისიისას დაჭრილ ერთერთ მაიორს, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, საკომპენსაციო თანხა ნაცვლად 44 807 დოლარისა, 55 288 დოლარი გადაურიცხეს.
ზედმეტად გადახდილმა თანხამ 10 481 აშშ დოლარი შეადგინა.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, მაიორმა მხოლოდ 5 ათასი დოლარი დააბრუნა უკან და ხელზე დეპარტამენტის უფროსს მისცა. დეპარტამენტის უფროსმა კი, გადაწყვიტა, რომ დანარჩენი თანხის დაფარვა საკუთარი ხელფასიდან მოახდინოს.
სამხედრო პოლიციამ დაადგინა, რომ ეს თანხა ბიუჯეტში უკან არ დაუბრუნებია.
,,ეს თანხა დეპარტამენტის უფროსმა სამმართველოს უფროსს მისცა, რომელმაც პირადი მოხმარებისთვის დახარჯა" - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
სამხედრო პოლიციამ მასალები პროკურატურას გადასცა. შიდა ქართლის პროკურატურამ ორივე მოხელეს ბრალი წაუყენა. ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ სასჯელისგან განრიდების პრინციპი გამოიყენეს.
განრიდების პრინციპის გამოყენების ერთერთი პირობა ის იყო, რომ დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსები თანხას ხელფასიდან გადაიხდიდნენ.
ერთი წლის განმავლობაში, 10 481 აშშ დოლარიდან, როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, უკან მხოლოდ 4 ათასი ლარი დაბრუნდა.
მიუხედავად ამისა, 2014 წლის 18 ნოემბერს პროკურატურამ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ფინანსების მართვის უფროსი როინ გიუნაშვილი სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს. სამმართველოს უფროსად კი, ალექსანდრე ბოჭორიშვილი დარჩა.
თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ცნობით, როინ გიუნაშვილი თანამდებობიდან, ვადის გასვლის გამო, სამხედრო ჰოსპიტალიდან, 2015 წლის აგვისტოში გათავისუფლდა. 2016 წლის ივლისის მდგომარეობით კი, პირადად მას, უკან, მხოლოდ 1 065 ლარი ჰქონდა დაბრუნებული. თანხის დაბრუნება, სასამართლოს გადაწყვეტილებით და პროკურატურის მოთხოვნით, ხელფასის დაქვითვით ხდებოდა.
2013 წელს ზედმეტად გადახდილი 10 481 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, ხელფასებიდან დაქვითვის მეშვეობით, გრძელდება. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, გადაწყდა, რომ ხელფასიდან ყოველთვიურად 144 ლარი დაქვითულიყო.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани