Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,მოწესრიგდეს"- მერიის რეკომენდაციები ძაღლების თავშესაფრის თანამშრომლებს
გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილ 26 გვერდიან დასკვნაში 6 გვერდი რეკომენდაციებს მოიცავს.

ქალაქის მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ხელმძღვანელი თამარ აფციაური ამბობს, რომ რეკომენდაციები შესრულებულია.

აუდიტის დასკვნიდან 6 თვე გავიდა. რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დოკუმენტში, მაკონტროლებელი ორგანოს შესახებ, არაფერია ნათქვამი.

აღნიშნული დოკუმენტი ქალაქ გორის საკრებულოს წევრებს ნოემბერში მიაწოდეს.

აუცილებელია პროფესიონალი კადრების დასაქმება - წერს აუდიტის უფროსი გიორგი ორთანეზაშვილი შესავალ ნაწილში. შემდეგ, თავშესაფრის ხარვეზიან დებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.

,,განსაზღვრულ იქნეს სამსახურში მიღების წესი, რომლითაც დადგინდება სამუშაოს აღწერილობა და კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები"

,,თარიღების მიხედვით დაინომროს და რეგისტრაციის ჟურნალებში გატარდეს ბრძანებები, შემოსული და გასული წერილები"

,,ყველა თანამშრომელზე შედგეს პირადი საქმე"

,,შედგეს სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დროის აღრიცხვის ჟურნალი"

,,დაიგეგმოს წლის საქმიანობა, მომზადდეს წლიური და ყოველთვიური სამუშაო გეგმა. შემსრულებელ პირს მოეთხოვოს ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა"

,,შემუშავდეს უსაფრთხოების წესები"

,,იმ პირთა მიმართ, რომელიც ასევე დასაქმებულია მერიის მიერ დაფუძნებულ სხვა ორგანიზაციაში, განისაზღვროს სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული"

,,საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება, შენობა ამორტიზირებულია, აუცილებელია სარემონტოდ თანხის მოძიება, დარბაზის დაცემენტება დეზინფექციისთვის, საკარანტინო ოთახების მოწყობა, ესაჭიროებათ ვოლიერების დამატება"

,,საჭიროა დამატებით ერთი მანქანა, არსებული ძველია"

,,არ აქვთ ძაღლების საჭერი აღჭურვილობა"

,,საჭიროა ბრიგადის დამატება - 3 კაცი; ასევე, ვეტექიმისა და ვეტფერშლის დამატება, დონორი ორგანიზაციების მოძიება"

,,მოხდეს ქონების აღწერა"

,,მოწესრიგდეს საბუღალტრო დოკუმენტაცია. გამკაცრდეს ყურადღება და კონტროლი ორგანიზაციაში შექმნილი ყველა დოკუმენტის თარიღის და შინაარსის სისწორეზე. დროულად წარედგინოს საგადასახადო დეკლარაციები, სიზუსტით გადაირიცხოს საშემოსავლო გადასახადი"

,,მიზნობრივად მოხდეს თითოეული ლარის გახარჯვა"

,,ელექტრონულად დაინომროს ხელშეკრულებები"

,,მოაწესრიგოს საწვავის ხარჯვის დამადასტურებელი საბუთები. დადგინდეს თვეში ავტოტრანსპორტის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა"

,,გააძლიეროს მუშაობა საკუთარი შემოსავლების გაზრდის კუთხით"

,,მოწესრიგდეს თავშესაფარში ცხოველთა შეყვანა-გაშვების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი, ცხოველთა საკვების მიღებისა და ხარჯვის ყოველდღიური ჟურნალი და სამედიცინო პრეპარატების მიღება-ხარჯვის ჟურნალი"

,,შესყიდვების განხორციელებისას დაიცვან კანონმდელობით გათვალისწინებული წესები"

,,შემსყიდველი ვალდებულია, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს" და ა.შ.


საშტატო განრიგით თავშესაფარში 11 თანამშრომელი მუშაობს. ხელფასები დამტკიცებულია თერთმეტ ძირითად საშტატო ერთეულზე თვეში 4 703,50 ლარი. ბიუჯეტი 108 000 ლარია.

2016 წლის ბიუჯეტი:

დაფინანსება 108 000 ლარი
ხელფასები - 55 692 ლარი
შტატგარეშე ანაზღაურება - 12 888 ლარი
კვება - 6 000 ლარი
საქონელი და მომსახურება - 52 308 ლარი
ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა - 10 000 ლარი
სხვა საქონელი და მომსახურება - 15 150 ლარი
სამედიცინო 1300 ლარი
ოფისის ხარჯი - 6790 ლარი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, თავშესაფარს ყოველდღიურად 120 ძაღლი ეთლება. 2015 წლის მანძილზე ნაყიდი აქვს 29 007 ლარის ღირებულების საკვები.

,,დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ ცხოველთა კვებისთვის ყოველთვიურად შეძენილია დაახლოებით 500 კგ ბრინჯი, ვერმიშელი, შვრია, ხორბალი და 700 კგ გაყინული ხორცის ნაკრები. დაახლოებით 1600 ლარის ღირებულების. წლის დასაწყისიდან შპს ,,ინვენტისგან" შეძენილია 17 996 ლარის ცხოველთა მშრალი საკვები. ადგილზე სრულყოფილად არ არის საკვების შემოტანის და ხარჯვის ჟურნალი" - წერია დასკვნაში.

როგორ აღვნიშნეთ, თავშესაფრის ხელმძღვანელი თამარ აფციაური რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრობს. საილუსტრაციოდ, ფოტოებიც გამოგვიგზავნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020